ლევან მახაშვილი ამტკიცებს, რომ უვიზო მიმოსვლას საფრთხე არ ემუქრება

15.07.25 15:11
ლევან მახაშვილი ამტკიცებს, რომ უვიზო მიმოსვლას საფრთხე არ ემუქრება

 

 

"ქართული ოცნების" დეპუტატი ლევან მახაშვილი ამტკიცებს, რომ ევროპასტან უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხე არ არსებობს. ივანიშვილის გუნდის წევრი ირწმუნება, რომ ევროპელი ლიდერები ამ საკითხს შანტაჟის იარაღად იყენებენ.

უვიზო გადაადგილებას, ჩვენი ღრმა რწმენით, არავითარი საფრთხე არ ემუქრება. რა თქმა უნდა, ყოველთვის არიან სახელმწიფოები, რომლებიც ამ თემის კულტივირებას ახდენენ, ცდილობენ, ეს თემა გამოიყენონ პოლიტიკურ იარაღად, პოლიტიკურ შანტაჟად, მაგრამ ამ საკითხს არანაირი საფრთხე არ ემუქრება. მაგ ლოგიკით, ყველაფერი შეიძლება, მოხდეს. პოლიტიკაა, ცხოვრებაა, ხან ასე ხდება, ხან ისე ხდება, მაგრამ არის რაღაც ფაქტორები, რაც ახდენენ გავლენას ამა თუ იმ მოვლენაზე. პირველი ის, რომ ჩვენ არაერთხელ გვითქვამს: ვიზალიბერალიზაციის შესრულების ფუნდამენტი არის მყარი, - ამბობს ლევან მახაშვილი. 
 

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში დღეს, 15 ივლისს, განიხილავენ საქართველოში ადამიანის უფლებების შესაძლო დარღვევებთან დაკავშირებით სანქციების საკითხს. ცნობილია, რომ შეხვედრაზე ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი წარადგენს 15-კაციან სიას, რომელშიც იმ პირთა სახელებია შესული, ვინც, სავარაუდოდ, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისთვის ევროკავშირის შეზღუდვებს დაექვემდებარება.

მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ სია მოიცავს როგორც პოლიტიკურ თანამდებობის პირებს, ასევე სასამართლო სისტემის წარმომადგენლებს. მათ შორის განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მოსამართლე ნინო გალუსტაშვილს - ე.წ. სინდისის პატიმრების საქმეების განმხილველს, რომლის გადაწყვეტილებები უკვე არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციისა და ადგილობრივი დამკვირვებლის მიერ შეფასდა როგორც პოლიტიკურად მოტივირებული.

 

მსგავსი სიახლეები