სოფო ჯაფარიძე: კალაძემ თავისი კორუფციული სქემებით ჩვენი ქალაქი აქცია ქალაქად, რომელიც ცხოვრობს ტრაგედიიდან, ტრაგედიამდე
"კალაძემ თავისი კორუფციული სქემებით სამწუხაროდ ჩვენი ქალაქი აქცია ქალაქად, რომელიც ცხოვრობს ტრაგედიიდან, ტრაგედიამდე," - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ და პარტიის წევრმა, სოფო ჯაფარიძემ განაცხადა.
ჩვენს ქვეყანას მართავს კრიმინალური ბანდა, რომლებისთვისაც ფული უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე. ეს არ არის უბედური შემთხვევა, ეს არის კრიმინალური უპასუხისმგებლობა. კალაძემ თავისი კორუფციული სქემებით სამწუხაროდ ჩვენი ქალაქი აქცია ქალაქად, რომელიც ცხოვრობს ტრაგედიიდან, ტრაგედიამდე," - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.