უვიზო რეჟიმის შეჩერება მხოლოდ და მხოლოდ "ოცნების" რეჟიმის პასუხისმგებლობა იქნება - სიორიძე

15.07.25 15:23
უვიზო რეჟიმის შეჩერება მხოლოდ და მხოლოდ "ოცნების" რეჟიმის პასუხისმგებლობა იქნება - სიორიძე

 

 

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრი გიორგი სიორიძე ამბობს, რომ თუკი ევროკავშირი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლას მაინც შეაჩერებს, ეს მხოლოდ "ქართული ოცნების" პასუხოსმგებლობა იქნება. პოლიტიკოსის თქმით, მათი კოალიცია ყოველთვის მიიჩნევდა, რომ სანქციები ქართულ საზოგადოებას არ უნდა შეხებოდა, თუმცა თუკი ეს მაინც მოხდა, ეს სრულად ივანიშვილის გუნდის კისერზე იქნება.  

"ლელო - ძლიერი საქართველოს" პოზიცია ყოველთვის იყო ის, რომ მიუხედავად იმისა, თუ რას გააკეთებს "ქართული ოცნება", ქართული საზოგადოება და საქართველოს მოქალაქეები არ უნდა დაზარალდნენ ამით. მაგრამ, თუკი ეს დადგება დღის წესრიგში, მათ შორის ივიზო მიმოსვლა ევროკავშირთან, მხოლოდ და მხოლოდ "ქართული ოცნება" იქნება ის ძალა, ის რეჟიმი, რომელიც იქნება პასუხისმგებელი იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეები ვეღარ შეძლებენ უვიზოდ სიარულს ევროკავშირის ქვეყნებში, - ამბობს სიორიძე. 

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში დღეს, 15 ივლისს, განიხილავენ საქართველოში ადამიანის უფლებების შესაძლო დარღვევებთან დაკავშირებით სანქციების საკითხს. ცნობილია, რომ შეხვედრაზე ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი წარადგენს 15-კაციან სიას, რომელშიც იმ პირთა სახელებია შესული, ვინც, სავარაუდოდ, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისთვის ევროკავშირის შეზღუდვებს დაექვემდებარება.

მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ სია მოიცავს როგორც პოლიტიკურ თანამდებობის პირებს, ასევე სასამართლო სისტემის წარმომადგენლებს. მათ შორის განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მოსამართლე ნინო გალუსტაშვილს - ე.წ. სინდისის პატიმრების საქმეების განმხილველს, რომლის გადაწყვეტილებები უკვე არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციისა და ადგილობრივი დამკვირვებლის მიერ შეფასდა როგორც პოლიტიკურად მოტივირებული.

მსგავსი სიახლეები