მუქარა კალაძის მამის გადაღებისთვის - თავდასხმის სამიზნე "ტვ პირველის" ჟურნალისტები გახდნენ

06.10.21 15:08
მუქარა კალაძის მამის გადაღებისთვის - თავდასხმის სამიზნე "ტვ პირველის" ჟურნალისტები გახდნენ

ხელისუფლების მიერ ორგანიზებული ძალადობრივი დაჯგუფების წევრები  "ტვ პირველის" ჟურნალისტებს ემუქრებიან. სამტრედიაში  ტელეკომპანიის ქუთაისის  ბიუროს ჟურნალისტი ელზა ჩუბინიძე და ოპერატორი  გოგა რობაქიძე კარლო კალაძის დაჯგუფების აგრესიის სამიზნეები გახდნენ. კალაძის გარემოცვის წევრები ოპერატორს "გვერდზე გასვლას" სთხოვდნენ. 

"პირველების" რეპორტიორებზე თავდასხმა კარლო კალაძის დაჯგუფების წევრებმა მას შემდეგ სცადეს, რაც   ჟურნალისტებმა ოპოზიციის აქციაზე კარლო კალაძე შეამჩნიეს და მისთვის კითხვების დასმა სურდათ.

კარლო კალაძე ტერიტორიიდან გაიქცა, ხოლო  მისი  გარემოცვის წევრები შემთხვევის ადგილზე დაბრუნდნენ და ჟურნალისტებზე მუქარა დაიწყეს. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც ჟურნალისტებმა პოლიცია გამოიძახეს. ადგილზე მივიდა სამტრედიის პოლიციის უფროსი ივანე მჭედლიშვილი.

ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ საოლქო საარჩევნო კომისიასთან მიმდინარე აქციაზე კალაძის მამის გამოჩენა დაგეგმილი პროვოკაცია იყო. მათი თქმით, პროვოკაციაში მონაწილე პირები საჯარო სამსახურში მუშაობენ. 

საბიუჯეტო ორგანიზაციის  თანამშრომლები გამოიყვანეს იმისთვის რომ მოეწყოთ ეს პროვოკაცია, ერთგულებას უმტკიცებენ იმ ადამიანებს, რომლებმაც უნდა მიიღონ გადაწყვეტილება ამა თუ იმ ტანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით, მისი მანქანა მოვიდა და ამის შემდეგ დაიწყო პროვოკაციები", - ამბობს ოპოზიციის წევრი. 

მსგავსი სიახლეები