დიდუბის მაჟორიტარი: "იმ დონის ავარიულობა არ არის, რომ შენობაში ცხოვრება აიკრძალოს"
დიდუბის მაჟორიტარი, გივი ჩხარტიშვილი "ოცნების" წევრების განცხადებებს იმეორებს და ამბობს, რომ სადგურის მოედანზე ჩამონგრეული შენობა მესამე კატეგორიაა და იმ დონის ავარიულობა არ არის, რომ შენობაში ცხოვრება აიკრძალოს.
მისი თქმით, მოსახლეობას არაერთხელ შესთავაზეს ავარიული სახლების ჩანაცვლება, თუმცა 100%-იანი თანხმობა ვერ მიიღეს.
მისივე თქმით თბილისში, მსგავსი დაზიანებების მქონე ბევრი შენობა-ნაგებობა არსებობს.
ლაბორატორიული დასკვნა არსებობს, სადაც არის მესამე კატეგორია. 2017 წელს ეს კორპუსი არის გამაგრებული და მოსახლეობას არაერთხელ შევთავაზეთ, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამასთან დაკავშირებით, სადაც 100%-იანი თანხმობა ვერ ხერხდებოდა.
მესამე ხარისხი იმ დონის ავარიულობა არ არის, რომ აიკრძალოს შენობაში ცხოვრება. ან რაიმე ისეთი უსაფრთხოების ნორმები იქნეს მიღებული, რომელიც ცხოვრებას აკრძალავს, ან უსაფრთხოების ჯებირები იქნება განსათავსებელი.
დედაქალაქის მასშტაბით ძალიან ბევრი მესამე კატეგორიის, მესამე ხარისხის დაზიანების კორპუსები და იტალიური ეზოები არსებობს," - აცხადებს ის.
გივი ჩხარტიშვილმა "ტვ პირველს" პოლიტიკური ქულების დამწერი ტელევიზია უწოდა.
ცნობისთვის, გუშინ, სადგურის მოედანთან სახლის ჩამონგრევას 2 ადამიანი ემსხვერპლა, 1 კი დაშავდა.
თბილისის მერის, კახი კალაძის თქმით, "სადგურის მოედანზე" ჩამონგრეული კორპუსი ავარიული იყო და "ეს ადგილობრივმა მოსახლეობამ იცოდა".
"კონსტიტუციის 78-ე მუხლის" განცხადებით, კალაძის არგუმენტი არა რელევანტურია, ვინაიდან საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურულ და სამშენებლო კოდექსით, 100%-იანი თანხმობა საჭირო უკვე ორი წელია, რაც აღარ არის.