გიორგი ჩიკვაიძე გიორგი ბაჩიაშვილის ცემის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს

15.07.25 16:05
გიორგი ჩიკვაიძე გიორგი ბაჩიაშვილის ცემის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს

მე რა მიქნეს დღემდე არ ვიცი, ვარ ეტლში და მარცხენა თვალიდან ვერ ვხედავ, გიორგი ბაჩიაშვილი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა, ვინ იქნება შემდეგი?! - ამის შესახებ საპატრიმროში მყოფი გიორგი ჩიკვაიძე ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს. 

მისი თქმით, "რადგან პოლიტპატიმრებთან ანგარიშსწორებაზდ გადავიდნენ, შემდეგი შეიძლება ნებისმიერი სინდისის პატიმარი იყოს". 

შეძრწუნებული ვარ, არ ვიცი რა დავწერო ჯერ გონზე ვერ მოვდივარ. რა კრიმინალური დანაშუალიც გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ ჩაიდინეს, გამოუთქმელი ბოროტებაა.

გიორგი ბაჩიაშვილი არის უწესიერესი, უკეთილშობილესი, უვაჟკაცესი და უდანაშუალო ადამიანი. მძიმეა იმის შეგრძნება, რომ ამ დროს ვერაფრით ეხმარები.

ჩემი სოლიდარობა და თანადგომა მას.

მინდა საზოგადოებას მივმართო - საქართველოს გადასარჩენად ბრძოლაში ჩართულებს და სამარცხვინოდ პირში წყალჩაგუბებულებს - საკმარისია!

მე რა მიქნეს დღემდე არ ვიცი, ვარ ეტლში და მარცხენა თვალიდან ვერ ვხედავ, გიორგი ბაჩიაშვილი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა, ვინ იქნება შემდეგი?!

ჩემი აზრით, შემდეგი თქვენ ხართ ვინც ამას კითხულობს! 

რადგან პოლიტპატიმრებთან ანგარიშსწორებაზდ გადავიდნენ, შემდეგი შეიძლება ნებისმიერი სინდისის პატიმარი იყოს. 

ვიღაცეები ამ ქვეყანაში მგონი ვერ აცნობიერებენ სად ვართ და რა ტიპის ბრძოლა მიმდინარეობს. პირველი რაც გვჭირდება გამარჯვებისთვის არის ის, რომ ყველაფერს დაერქვას თავისი სახელი.

ყველა მოღალატე შინაური თუ გარეშე უნდა იყოს რიდის გარეშე თავისი სახელის მატარებელი  და დიახ, ნებისმიერი პოლიტიკური აქტორი რომელიც მონაწილეობას იღებს არჩევნებში და ცდილობს ტერორისტული ორგანიზაციის "ოცნების" რეანიმირებას არის მოღალატე, თითქოსდა გახსნილი დიალოგის საფარქვეშ.

მათ არ მოუსმინეს პოლიტპატიმრებს, მათ ოჯახებს, არც საპროტესტო ელექტორატის უმრავლესობას, არც სხვა პარტიებს, არც საკუთარი პარტიის წევრებს და არც ევროკავშირის რეკომენდაციებს.

გჯერათ, რომ ერთი ოლიგარქის მოშორების შემდეგ, ამ ტიპის ახალი ოლიგარქი ხალხს მოუსმენს? პასუხი არის - არა!

გამოსავალი არის დაუმორჩილებლობა და ბრძოლა ყველანაირი ბოიკოტით, რაც ფაქტია ამ სისტემას, ნელა, მაგრამ აზიანებს.

კიდევ არის დრო, რომ ეს გადამწყვეტი ბრძოლა მოვიგოთ რეალურად. უნდა გავერთიანდეთ და ყველაფრის ფასად გადავარჩინოთ საქართველო და ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაშჯ დავამხოთ რუსეთი თავისი მონებიანად! 
ცეცხლი ოლიგარქიას!
როგორც მოქმედს ისე პოტენციურს!
გავიმარჯვებთ სახელოვნად"- წერს ჩიკვაიძე. 

ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძეს 9-წლიანი პატიმრობა 7 მაისს მიესაჯა. იმავე დღეს მის ბიზნესპარტნიორს, ირაკლი პაპიაშვილს კი 8-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე, რომელსაც ბრალად დიდი ოდენობის თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისება ედება, 11 მარტს სასამართლოს სხდომათა დარბაზშივე დააკავეს. მეორე დღეს მან სრული შიმშილობა გამოაცხადა.

რაც შეეხება გიორგი ბაჩიაშვილზე განხორციელებულ თავდასხმას,  "თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი ხელმძღვანელი ამბობს, რომ მას სამარტოო საკანში 11 ივლისს გაუსწორდნენ. 

გიორგი ბაჩიაშვილის ინფორმაციით, თავდასხმამდე, 8 ივლისს,  N8 დაწესებულების ხელმძღვანელმა დავით გოგობერიშვილმა დაიბარა და ურჩია ბიძინა ივანიშვილისთვის მთელი მისი საბანკო ანგარიშები, კრიპტო ვალუტების ბრუნვები და ანგარიშის მისამართები გაეხსნა, 11 ივლისს, საღამოს კი მასთან საკანში უცნობი პირი შევიდა, რომელიც ფიზიკურად გაუსწორდა.

მსგავსი სიახლეები