რეჟიმის ყველა მონაწილე არის პასუხისმგებელი - სალომე ზურაბიშვილი ბაჩიაშვილზე თავდასხმაზე
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის განცხადებით, გიორგი ბაჩიაშვილზე თავდასხმაზე "რეჟიმის ყველა მონაწილეა პასუხისმგებელი".
როგორც სალომე ზურაბიშვილი "პირველებთან" ინტერვიუში ამბობს, "რეჟიმი უკვე სრულიად დაუნდობელია და ძალადობის ყველა ფორმას მიმართავს" და სწორედ ამის ნათელი მაგალითია ივანიშვილის მილიარდების ყოფილ მმართველზე თავდასხმა საკანში.
ყველაფერი გასაგებია. უკვე ვუყურებთ ისეთ რეჟიმს, სადაც სრული დაუნდობლობა არის, სადაც ძალადობის სრული გამოყენებაა ყველა ფორმით. ყველას გვესმის და ვიცით ციხეების ამბები, გაგვიგია მანამდეც და ახლა სად ვართ მისული და როგორი რეჟიმი დამყარდა ციხეში ესეც დასანახია ყველასთვის, ვისაც რამის დანახვა უნდა. სახალხო დამცველი უწყებიდან არაფერი არ გაგვიგია, არცერთი დასკვნა არ დაუდიათ, დანარჩენებისგან აღარ ველოდებით ახლა.
ყველა არის ამაზე პასუხისმგებელი. უკვე ჩამოყალიბებულია რეჟიმი და ეს ნიშნავს, რომ ამ რეჟიმის ყველა მონაწილე არის პასუხისმგებელი, თუნდაც ქუჩაში მოსიარულე ადამიანი, რომელიც არაფერს არ იმჩნევს. ეს არის უკვე ყველასი და ყველაზე გადანაწილებული პასუხისმგებლობა", - ამბობს სალომე ზურაბიშვილი.
- ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილი ციხეში ცემეს. "თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი ხელმძღვანელის ცემის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად "ტვ პირველმა" გაავრცელა.
მოგვიანებით, გიორგი ბაჩიაშვილმა გლდანის საპატიმროდან წერილი გაავრცელა, სადაც მასზე ძალადობის დეტალები აღწერა.
ბაჩიაშვილი ჰყვება, რომ ფიზიკური თავდასხმა 11 ივლისს მოხდა. მისივე ინფორმაციით, 8 ივლისს, თავდაპირველად, ის N8 დაწესებულების ხელმძღვანელმა დავით გოგობერიშვილმა დაიბარა და ურჩია ბიძინა ივანიშვილისთვის მთელი მისი საბანკო ანგარიშები, კრიპტო ვალუტების ბრუნვები და ანგარიშის მისამართები გაეხსნა, 11 ივლისს, საღამოს კი მასთან საკანში უცნობი პირი შევიდა, რომელიც ფიზიკურად გაუსწორდა