უვიზო მიმოსვლა საფრთხეში - 5 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის წერილი კაია კალასს

15.07.25 17:39
უვიზო მიმოსვლა საფრთხეში - 5 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის წერილი კაია კალასს

ევროკავშირის 5-მა ქვეყანამ - ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, გერმანიამ და ჩეხეთმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასს საგანგებო წერილი გაუგზავნეს.

დოკუმენტი კონფიდენციალურია, თუმცა ის ექსკლუზიურად "პირველებმა" მოიპოვა. 

ირკვევა, რომ დოკუმენტს, რომელსაც ხელს 5 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი აწერს, პირდაპირ არის მოთხოვნა, რომ ევროკომისიამ 2025 წლის 30 სექტემბრამდე შეიმუშაოს კონკრეტული და ახალი რეკომენდაციები "ქართული ოცნებისთვის".

იმ შემთხვევაში კი, თუ მოთხოვნები არ შეასრულდება, მაშინ ევროკავშირმა 5 მინისტრის მოთხოვნით, უნდა დაიწყოს საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმებზე მუშაობა და წერილის თანახმად, ამაზე მთელი პასუხისმგებლობა დაეკისრება მხოლოდ ივანიშვილის პარტიას.

მინისტრები ფიქრობენ, რომ სავიზო შეჩერების მექანიზმის ამოქმედება უნდა შეეხოს მხოლოდ შერჩეულ ქართველ ოფიციალურ პირებს, რომელთა განსაზღვრაც კომისიამ უნდა მოახდინოს  და არ დააზიანოს ყველა მოქალაქის ინტერესები ერთდროულად.

აღნიშნული მოთხოვნა დღეს განიხილება საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე, რომელიც სწორედ ამ წუთებში მიმდინარეობს.

 წერილი ასევე გადაეგზავნა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, ასევე ევროკომისარს გაფართოების საკითხებში, მარტა კოსს. 

მსგავსი სიახლეები