სახელმწიფო კომპანიებიდან კიდევ ორი მაღალჩინოსანი გაუშვეს

15.07.25 17:54
სახელმწიფო კომპანიებიდან კიდევ ორი მაღალჩინოსანი გაუშვეს

სახელმწიფო კომპანიებიდან კიდევ ორი მაღალჩინოსანი გაუშვეს -  ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ოფოციალური განცხადებით ირკვევა, რომ ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ჩიქოვანმა და სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა, ლევან გამყრელიძემ თანამდებობები დატოვეს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში გარკვეული საკადრო ცვლილებები განხორციელდა - პირადი განცხადებების საფუძველზე, თანამდებობები დატოვეს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა და გასულ კვირას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსმა.

ეკონომიკის სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტს ალექსანდრე სოხაძე უხელმძღვანელებს, ხოლო ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის (ესკო) გენერალურ დირექტორად თორნიკე ყაზარაშვილი დაინიშნა“, - წერია გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ  გაზისა და ნავთობის კორპორაციაში "ქართული ოცმნების" ყოფილი დეპუტატების დასაქმების შესახებ ჟურნალისტური გამოძიება "ნოდარ მელაძის შაბათმა" ჩაატარა. 

ჟურნალისტური გამოძიებით გაირკვა, რომ საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტის წევრი, ლუკა კურტანიძე  გაზისა და ნავთობის  2022 წლიდან ხელშეკრულებით დასაქმეს.

"ტვ პირველის" ჟურნალისტ-გამომძიებელთა ოფისის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, კურტანიძის გარდა, ბიუჯეტიდან ფულს უხდიან ზურაბ ზვიადაურსაც. 

გაირკვა ისიც, რომ გაზის და ნავთობის კორპორაციის შვილობილ კომპანია გარდაბნის თბოელექტროსადგურშია დასაქმებული "ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი. 

"შაბათის ეთერის" ჟურნალისტური გამოძიაბა ნახეთ აქ

 

 

მსგავსი სიახლეები