გაფრთხილება ევროკავშირისგან - აპირებს თუ არა "ოცნება" ბრიუსელის რეკომენდაციების შესრულებას
შალვა პაპუაშვილის დღეს გაკეთებულმა განცხადებამ ცხადყო, რომ "ქართული ოცნება" ევროკავშირის რეკომენდაციების გათვალისწინებას არ აპირებს, თუნდაც ეს ქვეყანას უვიზო მიმოსვლის დაკარგვის ფასად დაუჯდეს. მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილის გუნდს ევროკომისიის წერილი ჯერ ოფიციალურად არ მიუღია, "ქართული ოცნება" წინსწრებად უკვე მიანიშნებს, რომ მათთვის ევროპელების რჩევებს მნიშვნელობა არ აქვს. ერთპარტიული პარამენტის თავმდჯომარეს დღეს გამორჩეულად აგრესიული ტონი ჰქონდა, რომელმაც ევროპული გაერთიანება სისხლიან საბჭოთა რეჟიმს შეადარა.
"ქართულ ოცნებაში" დიდი დაბნეულობაა. ამ მოსაზრებას ურთიერთგამორმიცხავი განცხადებები აჩენს. შალვა პაპუაშვილისგან განსხვავებით, ევროოპასთან ინტერგრაციის კომტიეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი ამბობს, რომ უვიზო რეჟიმს საფრთხე არ ემუქრება და ევროკავშირისგან წერილს ელოდებიან.
ქართველი ხალხის მოკავშირეების საჯარო დისკრედიტაციას არ მორიდებია დღეს კახა კალაძე. "ოცნების" გენერალური მდივანი ირწმუნება, რომ ევროკავშირი საქართველოში ოქტომბრის არჩევნებზე დამარცხდა.
ევროკავშირის საგარეო კომისამარმა დღეს ცხადად თქვა, როგორია ბრიუსელის გეგმა: თბილისი მიიღბეს წერილს, სადაც ევროკავშირის მოთხოვნები იქნება გაწერილი. თუ ეს მოთხოვნები არ შესრულდება, საქართველოს უვიზო მიმოსვლა შეუჩერდება.
ვრცლად ნახეთ თათია წოწონავას რეპორტაჟში.