"ცდილობენ, მას არ ჰქონდეს ინფორმაციაზე წვდომა" - სააკაშვილს ციხეში ტელევიზორი ისევ არ აქვს
მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს რუსთავის ციხეში ტელევიზორი ისევ არ აქვს. სააკასვილის ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, ციხის ადმინისტრაციამ მიზეზად ტელევიზორის საწყობში არქონა დაასახელა.
მას არ გააჩნია ტელევიზორი, სხვათა შორის ეს არის ძალიან საინტერესო საკითხი, მას უთხრეს, რომ საწყობში არაა ტელევიზორი და ამიტომ შეყოვნდა თურმე მისთვის საკანში ტელევიზორის დადგმა. მოგეხსენებათ, მსჯავრდებულს უფლება აქვს საკანში ჰქონდეს ტელევიზორი, მაგრამ ასეთი ტექნიკური, წვრილმანი ხერხებით ცდილობენ შეაფერხონ და მას არ ჰქონდეს ინფორმაციაზე წვდომა", - თქვა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.