ივანიშვილის რეჟიმის ამოცანაა საქართველო მოწყდეს ევროპულ ორბიტას-ალექსი პეტრიაშვილი
ივანიშვილის რეჟიმის ამოცანაა საქართველო მოწყდეს ევროპულ ორბიტას, - ამის შესახებ საერთაშორისო პოლიტიკის ექსპერტმა, ალექსი პეტრიაშვილმა გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.
მისი თქმით, “რეჟიმს, საერთოდ არ აქვს წუხილი იმასთან დაკავშირებით, ვინ იმოგზაურებს და არ იმოგზაურებს“.
“მათ აქვთ ვალდებულება რუსეთის წინაშე, რომ ეს პროცესი შეწყვიტონ და შეაჩერონ“,- სმბობდ პეტრიაშვილი.
ბიძინა ივანიშვილის და “ქართული ოცნების“ ამოცანაა, მოგვწყვიტოს ევროპულ ორბიტას, ოღონდ ამას აკეთბს ისე, მათ იციან, ბოლო კვლევამაც აჩვენა, რომ მათი მხარდამჭერების რაღაც ნაწილს მაინც სწამს და სჯერა, რომ ერვოპულ კავშირში შეიყვანს „ოცნება“ საქართველოს, ამიტომ მათ არ უნდა ამ მხარდამჭერების დაკარგვა, ამ პასუხისმგებლობის თავის თავზე აღება, რომ მათი მავნე ქმედების გამო, მოხდა ამ პროცესის შეფერხება, ამიტომ უტიფრად აცხადებენ, რომ დღესაც მზად ვართ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნისთვის.
ამ რეჟიმს, საერთოდ არ აქვს წუხილი იმასთან დაკავშირებით, ვინ იმოგზაურებს და არ იმოგზაურებს, მათ აქვთ ვალდებულება რუსეთის წინაშე, რომ ეს პროცესი შეწყვიტონ და შეაჩერონ, ოღონდ, ამას ისე გააკეთებენ, რომ როდესაც ევროპული კავშირი შეაჩერებს, უვიზო მიმოსვლას დროებით, ისინი იტყვიან, რომ, აი, მივირეტ სასჯელი იმის გამო, რომ არ დავთანხმდით „დიფ სტეიტის“ მოთხოვნებს,- ამბობს პეტრიაშვილი.