ხელისუფლება სააკაშვილის ფიზიკურ განადგურებას გეგმავს - თაკო ჩარკვიანის საგანგებო მიმართვა

06.10.21 16:17
ხელისუფლება სააკაშვილის ფიზიკურ განადგურებას გეგმავს - თაკო ჩარკვიანის საგანგებო მიმართვა

თაკო ჩარკვიანის საგანგებო განცხადება - პარტია ,,კანონი და სამართალი"-ს ლიდერი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის მორალურ და ფიზიკურ განადგურებას გეგმავს.

თაკო ჩარკვიანი საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატებსა და უფლებადამცველებს მოუწოდებს, მესამე პრეზიდენტი საკანში მოინახულონ.

არ გამოვირჩევი ინფორმაციის ეთერში ტყუილუბრალოდ სროლით, უმძიმესი ინფორმაცია მაქვს. მივმართავ საქართველოში აკრედიტირებულ ელჩებს, ამერიკელ სენატორებს, ევროპარლამენტარებს, უფლებადამცველებს გადამოწმებული ინფორმაციით, რუსეთის უშიშროება ზეწოლას ახდენს საქართველოს უშიშროებაზე, რათა განადგურებული იყოს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რა ფორმით? ფორმები მათი გამოგონილია.

ჩემი ინფორმაციით, რამდენიმე დღეში აპირებენ მის ფობიურ მდგომარეობაში მოყვანას, ეს ინფორმაცია გადამოწმებულია. ამიტომ გვინდა, დიპკორპუსმა მოინახულოს სააკაშვილი და ზეწოლა განახორციელონ უზნეო, რუსეთზე მომუშავე ხელისუფლებაზე.

თუ დიპლომატებმა მოისმინეს დღეს ღარიბაშვილის განცხადება, მაშინ ეჭვი არ უნდა შეგეპაროთ, რა მზადდება სააკაშვილის წინააღმდეგ. 

აქ ჩემს გვერდით დგას სახალხო მოძრაობა და ორ დღეში უზარმაზარ მრავალათასიან მიტინგს ვაანონსებთ რუსთაველზე, მაგრამ ჩაფიქრებულია სააკაშვილის ფიზიკური და მორალური განადგურება.

გემუდარებით, მოინახულეთ სააკაშვილი! საქართველოს მესამე პრეზიდენტი განსაცდელშია! - აცხადებს თაკო ჩარკვიანი.

მსგავსი სიახლეები