ყოველი დღე დუმილისა, ამძაფრებს ეჭვებს, რომ ბაჩიაშვილის მიმართ საკანში ადგილი ჰქონდა წამებას - სამუშია

16.07.25 15:32
ყოველი დღე დუმილისა, ამძაფრებს ეჭვებს, რომ ბაჩიაშვილის მიმართ საკანში ადგილი ჰქონდა წამებას - სამუშია

"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, ლევან სამუშიას განცხადებით, ამ დრომდე გამოუქვეყნებელი ციხის საკნის კამერის ჩანაწერები და დუმილი სახელმწიფოს მხრიდან, "ამძაფრებს ეჭვებს, რომ ბაჩიაშვილის მიმართ საკანში ადგილი ჰქონდა წამებას".

გამოაქვეყნეთ კადრები - მიმართავს სამუშია შესაბამის უწყებებს.

თუ ბაჩიაშვილი ტყუის ამბობს და არ ამბობს სიმართლეს, მაშინ გამოდით და გამოაქვეყნეთ ეს ყველაფერი. რა ხდება, ისევ დაბრუნდა წამება? ყოველი დღე დუმილისა, ამძაფრებს ეჭვებს, რომ ეს ყველაფერი არის რეალობა და ე.წ. ხელისუფლება ცდილობს ამ ყველაფრის მიჩქმალვას, რასაც ჰქვია ოპონენტის, პოლიტიკური ოპონენტის წამება და მის მიმართ არაადამიანური მოპყრობა", - ამბობს ლევან სამუშია. 

  • ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილი ციხეში ცემეს. "თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი ხელმძღვანელის ცემის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად "ტვ პირველმა" გაავრცელა.

მოგვიანებით, გიორგი ბაჩიაშვილმა გლდანის საპატიმროდან წერილი გაავრცელა, სადაც მასზე ძალადობის დეტალები აღწერა.

ბაჩიაშვილი ჰყვება, რომ ფიზიკური თავდასხმა 11 ივლისს მოხდა. მისივე ინფორმაციით, 8 ივლისს, თავდაპირველად, ის N8 დაწესებულების ხელმძღვანელმა დავით გოგობერიშვილმა დაიბარა და ურჩია ბიძინა ივანიშვილისთვის მთელი მისი საბანკო ანგარიშები, კრიპტო ვალუტების ბრუნვები და ანგარიშის მისამართები გაეხსნა, 11 ივლისს, საღამოს კი მასთან საკანში უცნობი პირი შევიდა, რომელიც ფიზიკურად გაუსწორდა.

მსგავსი სიახლეები