გახარია: მემორანდუმის არსი თანამშრომლობაა, ეთმანეთის კონკურენტები არ უნდა ვიყოთ
პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი, გიორგი გახარია თვითმმართველობის არჩევნების კონტექსტში „ლელო - ძლიერ საქართველოსთან“ გაფორმებულ მემორანდუმს მნიშვნელოვან ნაბიჯად აფასებს. მისი თქმით, „ლელო“ და „გახარია – საქართველოსთვის“ ერთმანეთის კონკურენტები არ უნდა იყვნენ.
ჩვენ უნდა მივიდეთ ყველა ადამიანთან და უნდა ავუხსნათ, რომ „ოცნება“ ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივ ძალად ჩამოყალიბდა.
მემორანდუმის არსი იყო თანამშრომლობა. რა თქმა უნდა, ჩვენ ერთმანეთთან უნდა ვითანამშრომლოთ, რა აზრი აქვს, რომ ჩვენ ერთმანეთს დავუპირისპირდეთ და კონკურენციაში ვიყოთ? უნდა ვითანამშრომლოთ და ჩვენი კანდიდატები ერთმანეთს არ უნდა დავუპირისპიროთ. სადაც ნეიტრალური კანდიდატებზე შევთანხმდებით, ეს ყველაზე კარგი შედეგი იქნება. ასევე ვაპირებთ საუბარს იმ პატიების ამომრჩევლებთან, რომლებიც დღეს ბოიკოტში არიან, ოღონდ, სადაც ნეიტრალური კანდიდატები გვეყოლება წარდგენილი. ჩვენ ყველაფრისთვის ღიად ვართ. პარტიული დაპირისპირებები წარსულში უნდა დავტოვოთ,- განაცხადა გიორგი გახარიამ.
შეგახსენებთ, „ლელო – ძლიერი საქართველო“ თვითმმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობას იწყებენ. მხარეებმა შესაბამის მემორანდუმს ხელი უკვე მოაწერეს.
როგორც პოლიტიკოსები აცხადებენ, ეს შეთანხმება საზოგადოებრივი დაკვეთიდან გამომდინარეობს და მისი მთავარი მიზანია, არჩევნებში ერთობლივი ძალებით გაუწიონ კონკურენცია „ქართული ოცნების“ მმართველ გუნდს.
მემორანდუმის მიხედვით, პარტიები ერთმანეთს არ დაუპირისპირდებიან და საკუთარი კანდიდატები მხოლოდ შერწყმულ ფორმატში წარადგენენ, განსაკუთრებით იქ, სადაც ნეიტრალური კანდიდატებზე შეთანხმებას მიაღწევენ.