სალომე ზურაბიშვილი: სომხური ტვირთების დაბლოკვა არღვევს საუკუნოვანი მეგობრობის სულისკვეთებას - ეს ახლავე უნდა შეწყდეს

16.07.25 16:04
სალომე ზურაბიშვილი: სომხური ტვირთების დაბლოკვა არღვევს საუკუნოვანი მეგობრობის სულისკვეთებას - ეს ახლავე უნდა შეწყდეს

სომხური ტვირთების დაბლოკვა არღვევს საუკუნოვანი მეგობრობის სულისკვეთებას საქართველო-სომხეთის შორის, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„საქართველო უნდა იყოს ნამდვილი პარტნიორი და არა ზეწოლის არხი. ასეთი ქმედებები ზიანს აყენებს ნდობას და რეგიონულ ეკონომიკურ სტაბილურობას. ეს ახლავე უნდა შეწყდეს“, - წერს ზურაბიშვილი.

"OC Media"-ს ცნობით, სომხეთში თხევადი გაზის ფასი 40%-ით მას შემდეგ გაიზარდა, რაც საქართველომ  რუსეთიდან სომხეთის მიმართულებით გაზის ტრანზიტი შეაფერხა.

გამოცემის ცნობით, გაზის ფასმა ლიტრზე - 170 დრამს მას შემდეგ მიაღწია, რაც 500 სომხური სატვირთო ავტომობილი საქართველოს საზღვარზე დღეების განმავლობაში განმარტებების გარეშე ჰყავდათ  გაჩერებული.

მსგავსი სიახლეები