თავდასხმა და მუქარა კალაძის მამის გადაღებისთვის - ტვ პირველმა პირის იდენტიფიცირება მოახდინა
პირი, რომელიც დღეს სამტრედიაში,"ტვ პირველის" ჟურნალისტს და ოპერატორს თავს დაესხა გივი მუქერიაა. მუქერია კარლო კალაძის ზონდერ დაჯგუფების ლიდერია და მამა-შვილი კალაძეების ახლო მეგობარია. "ტვ პირველმა" ასევე კალაძეების მუქერიასთან ერთად გადაღებული ფოტოებიც მოიპოვა.
გივი მუქერია "ტვ პურველის" ქუთაისის ბიუროს ჟურნალისტს ელზა ჩუბინიძეს და ოპერატორ გოგა რობაქიძეს თავს დაესხა და ემუქრებოდა.
პოლიციას ჟურნლისტებზე მოძალადე მუქერია სავარაუდოდ, იდენტიფიცირებული ჯერ არ ჰყავს. პოლიციის განყოფილებაში ტვ პირველის ჟურნალისტები გამოიკითხნენ.
ოპოზიცია ამბობს, რომ ისინი არიან აიპ-ის თანამშრომლები და საკრებულოს დეპუტატები და არიან კალაძის მითითებით მოქმედი პირები, ისინი იყვნენ საკმაოდ აგრესიულები, ამ ჯგუფის გაღიზიანება მოჰყვა, როცა ჩვენ ვცდილობდით კალაძის მიმართ დაგვესვა კითხვები.
მივეცით ჩვენება პოლციიას, მოვუყევით დეტალურად რა მოხდა ადგილზე", - ამბობს "ტვ პირველის" ჟურნალისტი ელზა ჩუბინიძე.
შემთხვევასამტრედიაში დილით მოხდა."პირველების" რეპორტიორებზე თავდასხმა კარლო კალაძის დაჯგუფების წევრებმა მას შემდეგ სცადეს, რაც ჟურნალისტებმა ოპოზიციის აქციაზე კარლო კალაძე შეამჩნიეს და მისთვის კითხვების დასმა სურდათ.
კარლო კალაძე ტერიტორიიდან გაიქცა, ხოლო მისი გარემოცვის წევრები შემთხვევის ადგილზე დაბრუნდნენ და ჟურნალისტებზე ზეწოლა და მუქარა განახორციელეს.