ბატონო ბიძინა, ისტერია დაამშვიდეთ, გადაწყვეტილება მიიღეთ, გამოუშვით სააკაშვილი და გაწიეთ „ოცნების“ ხელისუფლება"- გვარამია

06.10.21 17:22
ბატონო ბიძინა, ისტერია დაამშვიდეთ, გადაწყვეტილება მიიღეთ, გამოუშვით სააკაშვილი და გაწიეთ „ოცნების“ ხელისუფლება"- გვარამია

შეწყვიტეთ ადამიანის მიმართ ცინიკური დამოკიდებულება - ამის შესახებ ნიკა გვარამიამ რუსთავის N12-ე სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან, საქართველოს მესამე პრეზიდენტთან შეხვედრის წინ, განაცხადა. 

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ამბობს, რომ მსჯავრდებულ პრეზიდენტს ბარათზე ფული აქვს, ტელევიზორის ყიდვა უნდა, თუმცა ამის საშუალებას არ აძლევენ: 

მინდა, ციხის ადმინისტრაციას მოვუწოდო - შეწყვიტოს ადამიანის მიმართ ასეთი ცინიკური დამოკიდებულება. სააკაშვილს ბარათზე დარიცხული აქვს ფული. კაცი შიმშილობს და მხოლოდ ტელევიზორი უნდა, საჭმელი არის ალტერნატივა - რას ეუბნებიან ამით? იშიმშილე, ფულიც გქონდეს, თუ გინდა საჭმელი იყიდე, მაგრამ ტელევიზორი არა, სირცხვილია", - განაცხადა გვარამიამ.

რუსთავის ციხიდან გვარამიამ ბიძინა ივანიშვილს მიმართა და მოუწოდა, რომ რაციონალური განსჯისა და ინსტინქტებით მოქმედების რეჟიმს დაუბრუნდეს: 

„ქართულ ოცნებას“ მე აღარ ველაპარაკები. "ოცნება“ არის კოლექტიური თიკა კანდელაკი და ახლა „ქართულ ოცნებას“ რომ პასუხი გავცე, გამოდის, რომ მეორე პასუხი თიკა კანდელაკს, ან ჟირინოვსკის, რაც დაწერს, პასუხი უნდა გავცე. ამ კოლექტივს ერთიანად შერაცხადობის პრობლემა აქვს. ამიტომ, ველაპარაკები იმას, ვისაც ჭკუა მოეკითხება და გადაწყვეტილების მიღება შეუძლია, ბიძინა ივანიშვილს. მეტი ადრესატი ჩემს მიმართვებს არ ჰყავს.

ბატონო ბიძინა, ისტერია დაამშვიდეთ, დაუბრუნდით რაციონალური განსჯისა და ინსტინქტებით მოქმედების რეჟიმს და გადაწყვეტილება დროზე მიიღეთ - გამოუშვით სააკაშვილი და გაწიეთ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, სხვა არჩევანი თქვენ არ გაქვთ - ამბობს ნიკა გვარამია.

მსგავსი სიახლეები