"ოცნება" აცხადებს, რომ ბრიტანულ სანქციებს მათი პასუხი მოჰყვება
"ქართული ოცნებაში" აცხადებენ, რომ თუკი ბრიტანეთი მათ წინააღმდეგ სანქციებს დააწესებს, საპასუხო რაგირება ექნებათ. ამის შესახებ დღეს ლევან მახაშვილმა ისაუბრა.
ივანიშვილის გუნდის წევრი ამტკიცებს, რომ ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი ცდილობენ, საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში იძულებით ჩართონ.
ვნახოთ, დაველოდოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ბრიტანეთი. გვექნება შესაბამისი რეაგირებაც. კიდევ ერთხელ,ჩვენი ინტერესი არ არის ურთიერთობების ესკალაცია. დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირის ზოგიერთი სახელმწიფო გამორჩეულად არის დაინტერესებული საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში ჩართვით, რომ მაქსიმალური წნეხი იყოს, მაქსიმალური ზეწოლა იყოს, მაქსიმალური ისტერიკა იყოს ყველაფერთან დაკავშირებით, არ აქვს მნიშვნელობა. თუ არ არის ამბავი, შექმნიან რაღაცას. თუ დავინახავთ, რომ იკვეთება ხაზები და აუცილებელია კომენტარი, ჩვენ, რა თქმა უნდა, შესაბამის განცხადებებს გავაკეთებთ. დანარჩენი, ჩვენ ამ ცირკში მონაწილეობას არ ვაპირებთ, - ამბობს ლევან მახაშვილი.
ევროკავშირის შემდეგ "ქართული ოცნებას" ლონდონიც აფრთხილებს - დიდი ბრიტანეთის ევროპის მინისტრი პირდაპირ ამბობს, რომ "ქართული ოცნების" ქმდებები უპასუხოდ არ დარჩება.