"ივანიშვილი და დე ფაქტო მთავრობა სანქციების მისაღებად ყველაფერს აკეთებენ" - ბრიტანეთის ყოფილი ელჩი
დიდი ბრიტანეთის ყოფილი ელჩი, გიორგი ბადრიძე დაანონსებულ სანქციებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ "ივანიშვილი და დე ფაქტო მთავრობა სანქციების მისაღებად ყველაფერს აკეთებენ".
მისივე განცხადებით, "ქართული ცონების" მიმართ მოწოდებები, რომ დასავლურ კურსს დაუბრუნდეს ილუზიებს ეფუძნება, რადგან ივანიშვილს არჩევანი უკვე გაკეთებული აქვს.
ამასთან, გიორგი ბადრიძე აღნიშნავს, რომ "რეჟიმი ცდის დასავლელი პარტნიორების პრინციპულობას".
თუ ასე გაგრძელდა და არამგონია რამე შეიცვალოს, მთელი ეს შეგონებები, რომ დემოკრატიულ კურსს დაუბრუნდითო, მე მგონია, რომ არის ძალიან არასერიოზული და თუ მართლა გულისხმობენ ამას, ილუზიებს ეფუძნება ასეთი მოწოდებები იმიტომ, რომ ივანიშვილს ეს არჩევანი გაკეთებული აქვს.
საბოლოო ჯამში ყველაფერს აკეთებს ივანიშვილი და დე ფაქტო მთავრობა იმისთვის, რომ ეს სანქციები მიიღოს. ჩვენ ვართ ახლა ვითარებაში, როდესაც გამოდის, რომ რეჟიმი ცდის დასავლელი პარტნიორების პრინციპულობას და ძალიან ხშირად, ბევრ შემთხვევაში მათ უბრალოდ არ უტოვებს არჩევანს," - განაცხადა გიორგი ბადრიძემ.