მიდიან თუ უშვებენ? - სამინისტროების შემდეგ, ღარიბაშვილის გარემოცვისგან სახელმწიფო კომპანიებიც იცლება

16.07.25 20:38
მიდიან თუ უშვებენ? - სამინისტროების შემდეგ, ღარიბაშვილის გარემოცვისგან სახელმწიფო კომპანიებიც იცლება

მიდიან თუ უშვებენ? - სამინისტროების შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილის გარემოცვისგან სახელმწიფო კომპანიებიც იცლება.  მხოლოდ ბოლო 24 საათში პოსტები ორმა მაღალჩინოსანმა დატოვა. ოფიციალური ინფორმაციით,  ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ჩიქოვანმა და სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა, ლევან გამყრელიძემ თანამდებობები საკუთარი სურვილით დატოვეს, თუმცა ამ საკადრო წმენდაში ოპოზიციამ ბიძინა ივანიშვილის დაკვეთა დაინახა, ისევ ირაკლი კობახიძის  შესრულებით.

სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს და ნავთობისა და გაზის კორპორაციის ხელმძვანელები უკვე ჩაანაცვლეს. ის ადამიანები, ვინც ბიძინა ივანიშვილის ტაქტიკას კარგად იცნობენ, ფიქრობენ, რომ ეს "ქართულ ოცნებაში" შიდა დაპირისპირების გაგრძელებაა და ახლა ექსპრემიერ ღარიბაშვილის კადრებს ახალი, კობახიძის ჯგუფი ანაცვლებს.

გაზისა და ნავთობის კორპორაციას გიორგი ჩიქოვანი ხელმძღვანელობდა. ის წლების განმავლობაში იყო იმ სახელმწიფო კომპანიის ხელმძღვანელი, რომელიც ოპოზიციის თქმით, "ქართული ოცნების" მხარდამჭერების დასაქმების მთავარ სივრცედ ითვლებოდა და წლიურად ხელფასებზე დაახლოებით 12 მლნ ხარჯავდა. სწორედ აქ გაამწესა გიორგი ჩიქოვანმა ერთ-ერთ დირექტორად ბერა ივანიშვილის ქვისლი. კორპორაციაში დასაქმებულებზე კითხვები მრავლადაა, ამიტომ ოპოზიციაში არ გამორიცხავენ, რომ საქმე გაცხადებულ კორუფციასთან ბრძოლასთან და ოპტიმიზაციასთან გვაქვს, რომელიც კობახიძის ხელით ივანიშვილმა წამოიწყო.

დეტალები ნახეთ, ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები