ახალი გაფრთხილება ივანიშვილს ბრიტანეთიდან - "ოცნება" ლონდონს საპასუხო ზომებს უანონსებს

16.07.25 20:42
ახალი გაფრთხილება ივანიშვილს ბრიტანეთიდან - "ოცნება" ლონდონს საპასუხო ზომებს უანონსებს

ბიძინა ივანიშვილის სახელზე ლონდონიდან ახალი გაფრთხილებაა - "ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს ქვეყნის საგარეო ვექტორის ცვლილების გამო საპასუხო ზომებს ამჯერად ბრიტანეთის ევროპის მინისტრი უანონსებს. მმართველი პარტიის წევრის, ბლერ მაკდუგალის კითხვის პასუხად სტივენ დაუთი დეტალურ ანგარიშს წარადგენს, რა ნაბიჯები გადადგა დიდმა ბრიტანეთმა მხოლოდ ბოლო ერთ თვეში და რამდენად დიდია პარტნიორების ძალისხმევა რომ ივანიშვილის ქმედებებს ადეკვატური პასუხი გაეცეს. ყველაზე მეტად გაერთიანებულ სამეფოს ოპოზიციონერი ლიდერების პატიმრობა აღელვებს.

სტივენ დაუთი ის მინისტრია, რომლის ორგანიზებითაც საფრანგეთის, შვედეთის, ბრიტანეთის, ევროკავშირისა და ამერიკის ჰელსინკის კომისიის წარმომადგენლებმა საქართველოში არსებული კრიზისი განიხილეს. ბრიტანეთის ევორპის მინისტრი ადასტურებს რომ ამ ფორმატში ოცნებისთვის დამატებითი შეზღუდვების დაწესებაზე იყო, თუმცა როდის და როგორ უპასუხებს გაერთანებული სამეფო ივანიშვილსა და მის გარმოცვას, არ დაუკონკრეტებია. 

დიდი ბრიტანეთის მმართველმა პარტიამ მსოფლიო დღის წესრიგში კორუფციისა და რუსი ოლიგარქების წინააღმდეგ ლიდერობა ითავა და გადამწყვეტ ზომებს იღებს. ბრიტანეთში საქართველოს ყოფილი ელჩი "პირველებს" უდასტურებს, რომ ოფიციალური ლონდონის ამ კამპანიის ნაწილია ქართული ოცნების კორუფციული სქემების შესწავლა, რაც პირველმა დიპლომატმა საჯაროდ დააანონსა.

"ქართული ოცნება" კი დიდ ბრიტანეთს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს. დღეს "ოცნების" სახელით ლევან მახაშვილმა დაიმუქრა, რომ თუ ბრიტანეთი სანქციებს დააწესებს ამას ოცნების პასუხი მოჰყვება.

დეტალები ნახეთ, თათია წოწონავას რეპორტაჟში. 

 

მსგავსი სიახლეები