თანამშრომლობა არჩევნებისთვის - მამუკა ხაზარაძე და გიორგი გახარია შეთანხმების დეტალებზე საუბრობენ
„ამ არჩევნების პირობებში, ჩვენი თანამშრომლობის მთავარი არსი და აზრი უნდა იყოს იმაში, რომ ჩვენი კანდიდატები ერთმანეთს არ უპირისპირდებოდნენ“ - ეს არის გიორგი გახარიას პირველი ინტერვიუ, მის პარტიასა და ძლიერ საქართველოს შორის საარჩევნო შეთანხმების გაფორმების შემდეგ. ექს-პრემიერი, რომელიც ბრიუსელში იმყოფება, ფიქრობს, რომ ახლა "ქართული ოცნების" წინააღმდეგ ოპოზიციამ ბრძოლის ყველა მეთოდი უნდა გამოიყენოს.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ბარიერგადალახული 4 ოპოზიციური ჯგუფიდან ორი არჩევნებისთვის ემზადება. მამუკა ხაზარაძე ფიქრობს, რომ "არჩევნების ბოიკოტი „ქართული ოცნების“ ადგილობრივ დონეზე ჩაბეტონებას შეუწყობს ხელს". "ძლიერი საქართველოს" პატიმარმა ლიდერმა წერილი რუსთავის ციხიდან გამოაგზვანა, სადაც წერს, რომ ახალი საპარლამენტო არჩევნების მიღწევა და სინდისის პატიმრების გათავისუფლება მათ მთავარ მიზნად რჩება. ადგილიობრივ არჩევნებეზე გასვლამ კი ამ მიზნის მისაღწევად ბრძოლის ერთ-ერთი ეტაპია.
ყველა ოპოზიციური პარტიის მიზნია ახალი საპარლამენტო არჩევნები და სინდისის პატიმრების გათავისუფლბა, თუმცა, ამ მიზნის მისაღწევად მათ განსხვავებული ხედვები აქვთ. ბოიკოტის მომხრეები ფიქრობენ, რომ ოპოზიციის არჩევნებზე გასვლით ქართლი ოცნება პოზიციებს გაიმყარებს.
დეტალები ნახეთ, ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.