"ქართული ოცნება" და ევროკავშირი შეუთავსებელია - ელენე ხოშტარია
"ქართული ოცნება" და ევროკავშირი შეუთავსებელია, - ასე აფასებს კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია ევროკავშირის განცხადებას, რომელმაც ივანიშვილის გუნდს რეკომენდაციების შესასრულებლად ვადა 31 აგვისტომდე მისცა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი პირდაპირ ამბობს, რომ ივანიშვილი მზადაა, დაიცვას საკუთარი თავი და თანამოაზრეები, თუნდაც ეს ქვეყანას ვიზალიბერალიზაციის დაკარგვის ფასად დაუჯდეს.
"ქართული ოცნება" და ევროკავშირი არის შეუთავსებელი. არა მხოლოდ პერსპექტივა, არამედ ის, რაც გვქონდა მოპოვებული, ვიზალიბერალიზაცია, ესეც უკვე ძალიან მყისიერი და კონკრეტული საფრთხის ქვეშ დადგა. ანუ ბიძინა ივანიშვილი იცავს საკუთარ თავს, საკუთარ კრიმინალებს იმის ფასად, რომ მთელმა ქვეყანამ დაკარგოს ისტორიული მონაპოვარი და ისტორიული პერსპექტივა, - ამბობს ელენე ხოშტარია.
ევროკავშირი “ქართულ ოცნებას“ 8 პუნქტიან რეკომენდაციას აძლევს და ამის შესასრულებად ვადას 31 აგვისტომდე უწესებს. ამის შესახებ ევროკავშირის უმარლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა გუშინ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ ისაუბრა,სადაც საქართველოს შესახებ იმსჯელეს.
კალასმა ყველა პუნქტის ჩამოთვლისგან თავი შეიკავა, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ ერთ-ერთ პუნქტი ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვას ეხება. მისივე თქმით, თუ აღნიშნულ მოთხოვნებს "ქართული ოცნება" არ შეასრულებს, ევროკავშირი იძლებული იქნება, საქართველოსთან უვიზო მიმოსვლა შეაჩეროს.