ივანიშვილის გამო სანქცირდება 4 მლნ ქართველი - სანიკიძე

17.07.25 11:28
ივანიშვილის გამო სანქცირდება 4 მლნ ქართველი - სანიკიძე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ლევან სანიკიძე ამბობს, რომ ვიზალიბერალიზაციის დაკარგვა ქვეყნისთვის ტრაგიკული მოვლენა იქნება. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამ პროცესზე პასუხისმგებლობას სრულად ბიძინა ივანიშვილს აკისრებს. მისი თქმით, სწორედ ივანიშვილის გამო სანქცირდება 4 მლნ ქართველი. 

ისტორიული, ტრაგიკული მოვლენა იქნება. ჩვენ ისევ ვემშვიდობებით ევროპულ ცივილიზაციას, თუ ასე მოხდა და ივანიშვილის გამო სანქცირდება 4 მლნ ქართველი. ხაზს ვუსვამ, მთლიანად ამ საკითხზე პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მის რეჟიმს, - ამბობს ლევან სანიკიძე. 

ევროკავშირი “ქართულ ოცნებას“ 8 პუნქტიან რეკომენდაციას აძლევს და ამის შესასრულებად ვადას 31 აგვისტომდე უწესებს. ამის შესახებ ევროკავშირის უმარლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა გუშინ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ ისაუბრა,სადაც საქართველოს შესახებ იმსჯელეს.  

კალასმა ყველა პუნქტის ჩამოთვლისგან თავი შეიკავა, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ ერთ-ერთ პუნქტი ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვას ეხება. მისივე თქმით, თუ აღნიშნულ მოთხოვნებს "ქართული ოცნება" არ შეასრულებს, ევროკავშირი იძლებული იქნება, საქართველოსთან უვიზო მიმოსვლა შეაჩეროს.