გადათვლილი 360 უბნიდან მონაცემები შეიცვალა 121-ში - ცესკო

06.10.21 17:54
გადათვლილი 360 უბნიდან მონაცემები შეიცვალა 121-ში - ცესკო

ცესკოს  ინფორმაციით, გადათვლილი 360 საარჩევნო უბნიდან  121 უბნის მონაცემები შეიცვალა.

ცესკოში აცხადებენ, რომ გადათვლის შედეგად შეცვლილ მონაცემებს არჩევნების შედეგზე გავლენა არ მოუხდენია.

იყო ხარვეზებიც, რომელიც გადათვლის შედეგად გამოვლინდა და, რა თქმა უნდა, შესაბამისი ცვლილება განხორციელდა მონაცემებში. ცალკეულ კანდიდატებს მცირედით მოემატათ ან დააკლდათ ხმათა რაოდენობა, თუმცა ამას საერთო შედეგზე გავლენა არ მოუხდენია", -  აცხადებენ ცესკოში.

ცესკოს ინფორმაციით, გადათვლის პროცესს ესწრებოდნენ დამკვირვებლები, საარჩევნო სუბიექტებისა და მედიის წარმომადგენლები.

მსგავსი სიახლეები