"ეს ემსახურება ნიკა გვარამიას მიმართ დამატებით პოლიტიკურ დევნას" - ხოშტარია "მთავარ არხში" პროკურატურის შესვლაზე

17.07.25 11:42
"ეს ემსახურება ნიკა გვარამიას მიმართ დამატებით პოლიტიკურ დევნას" - ხოშტარია "მთავარ არხში" პროკურატურის შესვლაზე

 

 

"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ0-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, პროკურატურის მიერ "მთავარი არხისა" და მისი კონტრაქტორი გაყიდვების სახლის წინააღმდეგ გამოძიების დაწყება და განჩინებების ჩაბარება, "ნიკა გვარამიას მიმართ დამატებითი პოლიტიკური დევნის ამოცანებს ემსახურება". 

მისი თქმით, ევროპა "ოცნებას" მოუწოდებს დაასრულოს რეპრესიები და პატივი სცეს თავისუფალ მედიას, მეორე დღესვე კი, "რუსული ოცნება" დგამს ამ ნაბიჯს და შედის "მთავარში". 

ამასთან, ხოშტარიამ აღნიშნა, რომ ნიკა გვარამიასთვის, რომ ციხე დაბრკოლება ყ6ოფილიყო ის რუსთავის იზოლატორთან თავისი ფეხით არ მივიდოდა. 

გუშინ გახდა ცნობილი, რომ "რუსული ოცნება" გადავიდა, გადადგა კიდევ ერთი ნაბიჯი მედიის და პოლიტიკური რეპრესიების კუთხით. 

კერძოდ, "მთავარ არხში" შევიდა პროკურატურა. მათ მიერვე გამოყენებული ოქუაშვილის, დაქირავებული, ვითომდა წერილის საფუძველზე, რომელიც ეხება თანა დამფუძნებლებს. 

პირველ რიგში, მინდა განვაცხადო, რომ ჩვენთვის აბსოლუტურად ნათელია, რომ ეს ემსახურება ნიკა გვარამიას დამატებითი პოლიტიკური დევნის ამოცანებს. მათ უნდათ, ნიკა გვარამიას ციხეში ყოფნა გაახანგრძლივონ, ეს არ არის ჩვენთვის სიურპრიზი, ეს არ არის ახალი, მაგრამ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, როდესაც  ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, ჩვენი მეგობრები გვესაუბრებიან, რომ ამ პოლიტიკურ რეპრესიებს პოლიტიკოსების მიმართ, მედიის მიმართ მოყვება ძალიან კონკრეტულად, ვიზალიბერალიზაციის შეწყვეტა. 

არ არის შემთხვევითი, რომ პროკურატურის ეს ნაბიჯი გადაიდგა ევროპის მოწოდების ზუსტად მეორე დღეს. ევროპა მოგვიწოდებს, მორჩით რეპრესიებს, პატივი ეცით თავისუფალ მედიას და მეორე დღესვე, "რუსული ოცნება" დგამს ამ ნაბიჯს და შედის "მთავარში". 

პირველ რიგში, ცხადია, სრული სოლიდარობა "მთავარს" და იქ მომუშავე ჟურნალისტებს და ასევე მინდა ხაზი გავუსვა, ნიკა გვარამიასთვის ციხე რომ ყოფილიყო რაიმე დაბრკოლება ან ციხეს, რომ შეეძლოს მისი გატეხვა ის თავისი ფეხით არ მივიდოდა რუსთავის იზოლატორთან. 

ჩვენი კოალიციის ბრძოლის, თანმიმდევრულობის, რეჟიმთან დაუმორჩილებლობის, დელეგიტიმაციის რამე გატეხვა რომ ემუქრებოდეს ციხის მუქარით, ჩვენ ახლა არ ვიქნებოდით ბრძოლაში. ამიტომ, ბუნებრივია ეს ვერ გატეხავს ჩვენ ბრძოლას, ბუნებრივია ჩვენ გავაგრძელებთ პრინციპულ ბრძოლას. ამასთანავე ჩვენ უკვე გაგზავნილი გვაქ ჩვენ პარტნიორებთან, ჩვენ მეგობრებთან და საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ბიძინა ივანიშვილი საკუთარი კერძო ინტერესების გამო, სასწორზე დებს ჩვენი ქვეყნის მომავალს და კერძოდ, ვიზა ლიბერალიზაციას," - განაცხადა ხოშტარიამ. 

ცნობისთვის, გუშინ, გენერალურმა პროკურატურამ "მთავარი არხის"და კონტრაქტორი კომპანიის უფლებამოსილ წარმომადგენლებს, საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში მოსაპოვებელი დოკუმენტაციის და ელექტრონული ინფორმაციის მოძიების და შემდგომი გადმოცემის მიზნით, განჩინებები ჩააბარა და დოკუმენტების გადასაცემად გონივრული ვადა დაუწესა.