მიხეილ სააკაშვილი ასეთი მხნე არ მინახავს - ნიკა გვარამია

06.10.21 18:14
მიხეილ სააკაშვილი ასეთი მხნე არ მინახავს - ნიკა გვარამია

მიხეილ სააკაშვილი თავს გრძნობს ძალიან მხნედ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა და "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ, საპატიმროში მისი მონახულების შემდეგ განაცხადა. გვარამიას თქმით, ამ დროისათვის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა შიმშილობიდან გამომდინარე, მოსალოდნელია, ის  მომდევნო დღეებში გაუარესდეს. 

მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველი ასევე ნარკოტესტის შესახებ საუბრობს, რომლის ჩატარებაც მესამე პრეზიდენტმა საჯაროდ, ჟურნალისტების თანდასწრებით, მოითხოვა. 

მიხეილ სააკაშვილმა მიმართა ოფიციალური განცხადებით სასჯელაღსრულების სამინისტროს დეპარტამენტის სამსახურის უფროსს, თამთა დემურიშვილს, ტესტებთან დაკავშირებით. მანამდე მისი განცხადება მოისმინეთ, რომ საჯარო იყოს ეს ყველაფერი და ჟურნალისტების თანდასწრებით მოხდეს ტესტების ჩაბარება, ასევე, პასუხის დალოდება. გულწრფელად გეტყვით, მე არც ვუპასუხებდი ღარიბაშვილს მის ადგილზე, მაგრამ ეს მისი გადაწყვეტილებაა. ვიმედოვნებთ, რომ ძალიან მალე მოგვარდება ტელევიზორთან დაკავშირებული პრობლემა, ეს პირობა ჩვენ მივიღეთ. რაც შეეხება მის მდგომარეობას, ძალიან დიდი ხანია, მე ასეთი სააკაშვილი არ მინახავს, გულწრფელად გეტყვით, მისი მთავრობის წევრი ვიყავი და როცა პიკზე იყო თავისი პოზიტიური რეფორმატორული აქტივობების, მას მერე მიხეილ სააკაშვილი ასეთი მხნე არ მინახავს. არაფერი ეტყობა შიმშილობის, იმ თვალსაზრისით, რომ ნამდვილად შიმშილობს, მაგრამ ჯერჯერობით ჯანმრთელობის მხრივ ძალიან ნორმალურად არის, თუმცა ცხადია, რომ უახლოეს დღეებში ჯანმრთელობის მდგომარეობა დაიწყებს გაუარესებას. იგი არ აპირებს შიმშილობის შეწყვეტას და შესაბამისად, სამედიცინო ადმინისტრირებაზეც უარი აქვს ნათქვამი, - განაცხადა გვარამიამ. 

ნიკა გვარამიამ მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე- 12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დღეს მოინახულა. 

მსგავსი სიახლეები