კობახიძე ამბობს, რომ ოპოზიციური პარტიების გაუქმების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ
ივანიშვილის პარტია ოპოზიციას ისევ გაქრობით და გაუქმებით ემუქრება.
ირაკლი კობახიძემ დღეს ჟურნალისტებთან თქვა, რომ ოპოზიციური პარტიების გაუქმების მოთხოვნით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ.
„პარტიებს ჩვენ ვერ გავაუქმებთ. პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადების თაობაზე გადაწყვეტილება შეიძლება მიიღოს ერთადერთმა ორგანომ, ეს არის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო. ჩვენ ოთხივე პარტიასთან დაკავშირებით მივმართავთ, იმიტომ, რომ ოთხივე პარტია არის ერთი პოლიტიკური ძალა, ეს არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, ეს არის უცხოური აგენტურა, რომელიც უკვე ამდენი წელია, კოლექტიურად 2003 წლიდან მოყოლებული ებრძვის საქართველოს ეროვნულ ინტერესებს“, - განაცხადა კობახიძემ.