ვის გულისხმობდა "ოცნების" პრემიერი, როდესაც გუნდში არსებულ კორუფციაზე საუბრობდა? - კობახიძის პასუხი

17.07.25 13:33
ვის გულისხმობდა "ოცნების" პრემიერი, როდესაც გუნდში არსებულ კორუფციაზე საუბრობდა? - კობახიძის პასუხი

 

 

გულისხმობდა თუ არა "ოცნების" პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილს ან გრიგოლ ლილუაშვილს, როდესაც ორი დღის წინ თქვა, რომ კორუფციაში ჩართული ყოფილი ჩინოვნიკები მათი გუნდის წინააღმდეგ ოპოზიციას და მედიას ინფორმაციას აწვდიდნენ. "პირველებმა" ეს კითხვა დღეს ირაკლი კობახიძეს დაუსვა. კობახიძეს დღეს არცერთი გვარი არ უარყვია და არც დაუდასტურებია. 

მე იმიტომ არ ვსაუბობს სახელებით და გვარებით, რომ ვიცავ უდანაშაულობის პრეზუმციას. როდესაც საუბარია კორუფციასთან დაკავშირებულ ეჭვებზე, გამოძიება უდა დაიწყოს შესაბამისმა უწყებამ. სადაც იქნება საფუძვლიანი ეჭვი, მე იმედი მაქვს, რომ დაიწყება გამოძიება.

არცერთი სახელი და გვარი არ იქნება ნათქვამი. ეს არის გამოძიების საგანი. რომ დავიწყება ვიღაცეების უარყოფა, მერე მიმიყვანთ დადასტურებამდე. ეგ არის მარტივი ეშმაკობა, - ამბობს ირაკლი კობახიძე.