კალაძე გადაჭრით ვეღარ ამბობს, იქნება თუ არა მესამე ვადით თბილისის მერობის კანდიდატი

17.07.25 13:39
კალაძე გადაჭრით ვეღარ ამბობს, იქნება თუ არა მესამე ვადით თბილისის მერობის კანდიდატი

კახა კალაძე ვერ ამბობს, იყრის თუ არა კენჭს მესამე ვადით თბილისის მერობაზე. 1 თვის წინ გაკეთებული განცხადებისგან განსხვავებით, ამჯერად დედაქალაქის მერი კითხვას გადაჭრით ვეღარ პასუხობს. ამბობს მხოლოდ იმას, რომ ყველაფერი მომავალ კვირაში გაირკვევა. 

რა მოლაპარაკებები უნდა არსებობდეს? მაგას უახლოეს დღეებში, მომავალ კვირას უკვე გაიგებთ. გინდათ, ისევ ისე გითხრათ, რომ აუციებლად ვიქნები კანდიდატი? , - ეუბნება კალაძე "პირველებს".