მიხეილ სააკაშვილმა სასჯელაღსრულების დეპარტამენტს ნარკოტესტის ჩატარების მოთხოვნით ოფიციალურად მიმართა
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ნარკოტესტის ჩატარების მოთხოვნით სასჯელაღასრულების დეპარარტამენტის სამედიცინო სამსახურის უფროსს ოფიციალურად მიმართა. ამის შესახებ მისმა უფლებადამცველმა ნიკა გვარამიამ საპატიმროში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.
მიხეილ სააკაშვილმა მიმართა ოფიციალური განცხადებით სასჯელაღსრულების სამინისტროს დეპარტამენტის სამსახურის უფროსს, თამთა დემურიშვილს, ტესტებთან დაკავშირებით. მანამდე მისი განცხადება მოისმინეთ, რომ საჯარო იყოს ეს ყველაფერი და ჟურნალისტების თანდასწრებით მოხდეს ტესტების ჩაბარება, ასევე, პასუხის დალოდება, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც პრემიერ-მინსტრმა მიხეილ სააკაშვილს ბრალი ნარკოტიკის მოხმარებაში დასდო.