ეკა ბესელია: არცერთი, არც ღარიბაშვილი, არც სხვა არ არის არაფრისგან დაზღვეული

17.07.25 16:39
ეკა ბესელია: არცერთი, არც ღარიბაშვილი, არც სხვა არ არის არაფრისგან დაზღვეული

"მართლმსაჯულების სახლის" ხელმძღვანელის, ეკა ბესელია ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმიანება და არ გამორიცხავს, რომ იმ ადამიანებს, ვინც ბოლო პერიოდში "ქართული ოცნება" დატოვა პროკურატურის, ან ფინანსური პოლიციის თანამშრომლები შეიძლება "მიადგნენ", თუნდაც მხოლოდ იმის "საჩვენებლად, რომ საკუთარ გუნდელებსაც არ პატიობენ". 

ბესელიას განმარტებით აღნიშნულისგან არც ირაკლი ღარიბაშვილი და არც სხვა ვინმეა დაზღვეული. 

კორუფციის ეგიდით და კორუფციის გამო ბრძოლის დაწყება იმ ადამიანებისგან, ვის მიმართაც არსებობს ანალოგიური ეჭვი, არ არის დამაჯერებელი. ეს არის იმ სხვადასხვა ჯგუფებს შორის კომფლიქტი, რომელიც ერთის მხრივ ივანიშვილმა დაითხოვა, გაუშვა და ის ხალხი ახლა შევიწროებულია და ის ჯგუფი, რომელიც უფრო მეტად, დღეს, ივანიშვილისთვის არის საჭირო, მათი ხელით ხდება ახლა ერთმანეთთან ანგარიშსწორება.

არ გამოვრიცხავდი, რომ რომელიმე ის ადამიანი, ვინც დატოვა ბოლო პერიოდში "ქართული ოცნება", მას არ მიადგნენ პროკურატურის, გამოძიების, თუ ფინანსური პოლიციის ბერკეტები, მათ შორის, საჩვენებლად, რომ აი სხვებს კი არა საკუთარ თანაგუნდელებს არ პატიობენ და არცერთი, არც ღარიბაშვილი, არც სხვა არ არის არაფრისგან დაზღვეული," - განაცხადა ბესელიამ.

გულისხმობდა თუ არა "ოცნების" პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილს ან გრიგოლ ლილუაშვილს, როდესაც ორი დღის წინ თქვა, რომ კორუფციაში ჩართული ყოფილი ჩინოვნიკები მათი გუნდის წინააღმდეგ ოპოზიციას და მედიას ინფორმაციას აწვდიდნენ. "პირველებმა" ეს კითხვა დღეს ირაკლი კობახიძეს დაუსვა. კობახიძეს დღეს არცერთი გვარი არ უარყვია და არც დაუდასტურებია.