ხმაური ისნის საარჩევნო კომისიასთან - ოპოზიცია გაყალბებული უბნების შედეგების გაუქმებას ითხოვს
ხალხი არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ- ურნებში ჩაყრილი ბიულეტენების და შეცვლილი ოქმების გამო მოქალაქეები ამ წუთებში ისნის საარჩევნო კომისიასთან შეიკრიბნენ.
ისნის საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივრების განხილვა დაიწყო. ოპოზიციის ინფორმაციით, ცესკო-ში იმდენი საჩივარია შემოსული, რომ მათი დაკმაყოფილების შემთხვევაში საერთო შედეგი ამ კონკრეტულ ოლქში შესაძლოა, შეიცვალოს.
ტვ პირველის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცველთა უპრეცენდენტო რაოდენობა, რომელსაც ცოცხალი ჯაჭვი აქვს გაკეთებული და ამგვარად იცავს შენობაში მყოფ საარჩევნო კომისიის წევრებს შენობის წინ შეკრებილი მოქალაქეებისგან.
ოპოზიცია იმ საარჩევნო უბნების შედეგების გაუქმებას ითხოვს, სადაც, მათი თქმით, არჩევნები გაყალბდა.