თავისუფლება მიშას! - რუსთავის ციხესთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
თავისუფლება მიშას! - რუსთავის მე- 12 პენიტენციურ დაწესებულებასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები და სამოქალაქო აქტივისტები არიან შეკრებილები. ადგილზე საპროტესტო აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის ლიკვიდაციის შესახებ "კანონი და სამართალის" ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა, საგანგებო განცხადება გაავრცელა.
პროტესტის მონაწილეები საქართველოს მესამე პრეზიდენტს სოლიდარობას უცხადებენ და შეძახილებით ამხნევებენ.
შეკრებილებს სიტყვით სამოქალაქო აქტივისტები მიმართავენ.
ჩვენ საერთოდ ვართ მშვიდობიანი ხალხი და ეს აქციაც არის მშიდობიანი. ჩვენ ჩამოვედით მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად, სოლიდარობის გამოსაცხადებლად, რადგან მან გადადგა ისეთი ნაბიჯი, როგორიც არ გადაუდგამს საქართველოს ისტორიაში არავის. მიხეილ სააკაშვილმა ჩვენ გვაჩვენა თავგანწირვის მაგალითი, ჩამოვიდა საქართველოში მშვიდობიანად, რათა ამ ქვეყანას დაეხმაროს. ჩვენ ვემზადებით მრავალათასიანი აქციისთვის. ჩვენი მთავარი მოტივაციაა არის ის, რომ მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გათავისუფლებული, - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.