სანქციები დღის წესრიგშია - ფრანგი მინისტრი "ოცნებას" მძიმე გადაწყვეტილებებს ჰპირდება

17.07.25 20:10
სანქციები დღის წესრიგშია - ფრანგი მინისტრი "ოცნებას" მძიმე გადაწყვეტილებებს ჰპირდება

პრეზიდენტ მაკრონის მთავრობა ბიძინა ივანიშვილის გუნდის წინააღმდეგ სანქციების დასაწესებლად ემზადება. "პირველებთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში მაკრონის კაბინეტის გავლენიანმა მინისტრმა დაადასტურა, რომ საფრანგეთი ავტორიტარიზმისკენ გადახვევას უპასუხებს და პასუხი "ოცნებას" მხოლოდ მძიმე შედეგებს მოუტანს.

ივანიშვილის დასასანქცირებლად მუშაობა ვეროკაშირში და საფრანგეთში ეროვნულ დონეზე მიდის, რაც ნიშნავს იმას, რომ მაღალი ალბათბით, "ქართული ოცნების" დამფუძნებელი ვერც ფრანგულს სანქციებს დაემალება. საფრანგეთის მთავრობამ იცის ივანიშვილისთვის ფრანგული სანქციები დიდი დარტყმა იქნება, ის ამ დრომდე საფრანგეთის მოქალაქეა და ფლობს აქტივებსა და ქონებას პარიზში.

საფრანეგთის ევროპულ საქმეთა მინისიტრი ერთ-ერთი იყო, ვინც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ საქართველოს საკითხის განხილვას ესწრებოდა. მან ყველაზე კარგად იცის, რა განწყობები და რა გეგმა აქვს ევროკავშირს ივანიშვილის გუნდის წინააღმდეგ. ჯადიდი გვიდასტურებსს, რომ ახლა უკვე არსებობს ევროკავშირში კვალიფიციური უმრავლესობა, რომელიც მხარს უჭერს "ქართული ოცნების" ანტიდემოკრატიული ქმედებების გამო საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებას. 

ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები