ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საფრთხე - აპირებს თუ არა "ოცნება" EU-ს რეკომენდაციების შესრულებას?
ირაკლი კობახიძემ დღეს ღიად მიანიშნა, რომ საქართველოს მთავრობა არ აპირებს ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულებას - პროცესს, რომელიც ათასობით მოქალაქისთვის უზრუნველყოფს ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო გადაადგილების საშუალებას.
კობახიძე ამ განცხადებას იმ ფონზე აკეთებს, როდესაც ევროკომისიამ საქართველოს ხელისუფლებას 8-პუნქტიანი რეკომენდაციების შესასრულებლად 31 აგვისტომდე ვადა მისცა. თუმცა „ქართული ოცნების“ რიტორიკა მიანიშნებს, რომ მმართველი გუნდი უარს ამბობს შემხვედრი ნაბიჯების გადადგმაზე.
ეს დამოკიდებულება საფრთხეს უქმნის მოქალაქეებს, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნებში მკურნალობის, განათლების ან ოჯახის მონახულების მიზნით მოგზაურობენ. ექსპერტების შეფასებით, უვიზო მიმოსვლის შეჩერება განსაკუთრებით დააზარალებს დიასპორასთან კავშირში მყოფ ოჯახებს და ახალგაზრდებს, ვისთვისაც დასავლური განათლება პრიორიტეტია.
მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და ათწლეულებია ხელს უწყობს ქვეყნის განვითარებას, ივანიშვილის გუნდი კვლავ ცდილობს, ევროკავშირი და დასავლეთი წარმოაჩინოს როგორც უსაფრთხოებასთან შეუთავსებელი არჩევანი. "ოცნება" აცხადებს, რომ არ აპირებს ნაბიჯების გადადგმას, რაც, ევროპელი პარტნიორების შეფასებით, დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებისთვის აუცილებელია.
ვრცლად ნახეთ თათია წოწონავას რეპორტაჟში.