რა რისკებს შეიცავს უვიზო მიმოსვლის შეჩერება - ეკონომისტები "ოცნებას" აფრთხილებენ
ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის გაუქმების შემთხვევაში, რა შედეგს მივიღებთ, ეს დათვლადია. ქვეყანა, ფაქტობრივად, ეკონომიკური კატასტროფის წინაშე დადგება. გზავნილები, ტურიზმი, ავიაცია, ინვესტიციები და თავისუფალი ვაჭრობა - ყველა მიმართულებით შემცირებაა მოსალოდნელი. უვიზო მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებისთვის არ არის მხოლოდ ევროკავშირში მარტივად გადაადგილების საშუალება, ამ მონაპოვარის დაკარგვის შემდეგ ქვეყანა ჰკარგავს ბევრად მეტს და კოლაფსის რისკს აჩენს.
ეკონომიკა ასე მუშაობს: როგორც კი მოლოდინები გაუარესდება, ბაზარიც პასუხობს - ლარი გაუფასურებას იწყებს, ფასები კი იზრდება. უვიზო მიმოსვლის გაუქმება სწორედ ასეთ უარყოფით მოლოდინებს შექმნის და ბიზნესს მძიმედ დააწვება. ეკონომიკის ეს წესები "ქართულ ოცნებაშიც" იციან, მაგრამ დღეს ურჩევნიათ, საზოგადოებას დაააჯერონ, რომ საფრთხე არ არსებობს.
ივანიშვილის გუნდმა, რომელიც 2017 წელს ამაყობდა და ხალხს უყვებოდა, როგორ გააუმჯობესებს ეკონომიკურ მდგომარეობას, ევროკავშირში უვიზოდ მიმოსვლა, დღეს სახე იცვალა და სულ სხვა რამეს ამტკიცებდა - რომ ეკონომიკა და უვიზოდ გადადგილების შესაძლებლობა ერთმანეთთან არაფერ შუაშია, არც ინვესტიციებია კავშირში და არც ბიზნესი.
ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.