დაკავებების შემდეგ აკრძალვები - ივანიშვილის გუნდი ოპოზიციური პარტიების გასაუქმებლად ემზადება
პოლიტიკურ ველის მოსუფთავება ირაკლი კობახიძემ დღეს კიდევ ერთხელ დაანონსა და დააკონკრეტა, რომ მისი სამიზნე ის 4 პარტია იქნება, ვინც 2024 წელს გიორგი კალანდარიშვილის ხელმოწერილი შედეგებითაც კი ბარიერი გადალახა და პარლამენტში შევიდა. კობახიძემ იცის უკვე რა გზით უნდა იაროს. როგორ სალომე ზურაბიშივლის ვადაზე ადრე გადაყენების მცდელობის დროს, ახლაც, მისი მთავარი იმედი საკონსტიტუციო სასამრთლოა.
ოთხ ოქტომბერს ქვეყანაში თვითმართველობის არჩევნები ტარდებ. მასში მონაწილეობას ორი ოპოზიციური პარტია - "ლელო ძლიერი საქართველო" და პარტია "გახარია საქართველოშიც" იღებენ, თუმცა მიუხედავად ამისა, კობახიძე გაუქმებით მათაც ემუქრება. "ლელოს" ლიდერები ციხეში არიან, გიორგი გახარია პოლიტიკურ დევნილობაშია, თუმცა როგორც ჩანს, ეს ჯერ კიდევ საკმარისი არ არის.
"ქართული ოცნება", ერთის მხრივ, ოპოზიციას არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს და მათი პრეზიდენტი პატიმრობაში მყოფ ლიდერებს შეწყალებას ჰპირდება, მეორეს მხრივ, კი გაუქმებით იმუქრება. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ პარტია შეიძლება აიკრძალოს ფურცელზე, თუმცა ვერ გააჩერებენ პარტიის მხარდამჭერებს და ვერ ჩაახშობენ იმ წინააღმდეგობას, რაც საზოგადოებაში არსებობს.
ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.