ოკუპანტების მიერ 4 ოქტომბერს დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ 4 ოქტომბერს უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე გათავისუფლებულია. ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
გოგა მეტრეველი და რომან გოჩაშვილი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ქართველ სამართალდამცველებს დღეს გადასცეს.
უწყების ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების მიზნით, ინტენსიური მუშაობა ევროკავშრის სადამკვირვებლო მისიის შუამავლობით მოქმედი “ცხელი ხაზის” გამოყენებით მიმდინარეობდა. პროცესში ასევე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები იყვნენ ჩართულები.
4 ოქტომბერს საოკუპაციო ხაზთან რუსი ოკუპანტები საქართველოს 4 მოქალაქეს დაედევნენ. ოკუპანტებმა 2 მათგანის აყვანა მოახერხეს.