ევროპაში “ოცნებას“ უკვე “ლუნატიკებს“ ეძახიან, რადგან არანორმალურად იქცევიან-გიორგი გახარია

17.07.25 23:16
ევროპაში “ოცნებას“  უკვე “ლუნატიკებს“ ეძახიან, რადგან არანორმალურად იქცევიან-გიორგი გახარია

ევროპაში „ოცნებას“ უკვე “ლუნატიკებს“ ეძახიან, რადგან არანორმალურად იქცევიან,- ამის შესახებ „გახარიას საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.

გახარიას თქმით, ხელისუფლება ერთმანეთს სისხლიან გარჩევებს უწყობს, მოპარული ბიტკოინები ვერ გაუყვიათ და დარწმუნებულია, რომ კორუფციასაც ვერ შეებრძოლებიან.

ჩვენი ხელისუფლება, ეს უსუსურები და უდღეურები, გამოდიან და ადამიანებს, იმის მაგივრად, რომ ადამიანებს ყოველდღიურ კეთილდღეობაზე, უსაფრთხოებაზე, მშვიდობას და მომავლის გარანტიებზე ესაუბრებოდნენ, თავს შევწირავთო კორუფციასო, იძახიან და ერთმანეთს სისხლიან გარჩევებს უწყობენ, მოპარული ბიტკოინები ვერ გაუყვიათ და ესენი თურმე კორუფციაზე თავის შეწირვას აპირებენ, მე ამათ დიდი ხანია კლუნებს ვეძახი, რადგან კლოუნები არიან. ევროპაში ამათ უკვე “ლუნატიკებს“ ეძახიან, რადგან არანორმალურად იქცევიან,-განაცხადა გახარიამ. 

მისივე თქმით, ევროკავშრიში ყველა დარწმუნებულია, რომ „ოცნება“ რუსეთის დავალებებს ასრულებს.

მსგავსი სიახლეები