“ოცნების“ კლანებს შორის დაპირისპირება იმ დონემდეა მისული, რომ ერთმანეთს ესვრიან კიდეც - გახარია

17.07.25 23:55
“ოცნების“ კლანებს  შორის დაპირისპირება იმ დონემდეა მისული, რომ ერთმანეთს ესვრიან კიდეც - გახარია

გიორგი გახარიაა “ქართული ოცნების“ წინააღმდეგ - ოპოზიციაში წასული ყოფილი პრემიერი დარწმუნებულია, რომ ივანიშვილის პარტია ჩამოშლის ზღვარზეა მისული. 

ექსპრემიერის თქმით, “დაპირისპირება “ოცნებაში“ პიკს აღწევს, მოპარულ ბიტკოინებს ეძებენ და შემდეგ ერთმანეთში ამის გამოც მოსდით დაპირისპირება. 

“ოცნების“ კლანებსს  შორის დაპირსპირება იმ დონემდეა მისული, რომ ერთამენთს ესვრიან კიდეც - თქვა ექსპრემიერმა ინგა გრიგოლიას "რეაქციაში".

ეს ადამიანები მიშვებულები არიან ერთადერთი მიზნის გამო, როგორც ჩანს, ბოლო 4 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი ფული მოიპარეს, რომლის მოპარვის მთავარი წყარო იყო ბიტკოინები და ქოლცენტრები, რაც თავისთავად უკონტროლო სფეროა, შესაბამისად ეს ადამაინები იმისთვის, რომ მოპარვის და ფულის გაყოფის კონტექსტში, დაწინაურდნენ და ივანიშვილის კარზე მეტი აქტივი მოიპოვონ, დაერივნენ ერთმანეთს. ქართულ ჯიგრულ პონტში ჩვენი პრობლემა კოვიდის დროს საშვი იყო, ახლა ერთმანეთს ესვრიან და სხვაობა მე მგონი არის.

ამხელა თანამდებობაზე მყოფი ადამიანებისთვის ქვეყანა და ხალხი კი არ არის მთავარი, მათი მთავარი ამოცანაა, იპოვონ ვინ რამდენი ბიტკოინი მოიპარა, წაიღოს სახლში, მერე ეს იპოვონ, დააბრუნებინონ და გაიყონ. მთავარი ამოცანაა როგორ იპოვონ, რამდენი ბიტკოინი იყო საქართველოში იაფი დენით წარმოებული, რამდენი ფული იყო ქოლცენტრებში მოპარული, სად წავიდა ეს ფული. ამას აგროვებენ და შემდეგ ჩვეულებრივ, ხულიგნური, სისხლიანი გარჩევებით, შენ იმდენი უნდა მოიტანო, შენ ამდენი, ეუბნებიან. დღევანდელი რეჟიმი და ხელისუფლება დემოკრატიაზე, ქვეყანა და სახელმწიფოზე კი არ ფიქრობს, მოპარული ბიტკოინების რაოდენობაზე ფიქრობს. მათთვის მთავარი ფასეულობა, სალოცავი, რაც გინდათ დაარქვით, არის ბიტკოინი და ფული ,- განაცხადა გახარიამ. 

მსგავსი სიახლეები