ქალბატონებო, რას აყალბებდით? თქვენი შვილების და საქართველოს მომავალს აყალბებდით - თამრიკო ჭოხონელიძე
მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე გადაცემა "საჯარო პოლიტიკაში" იმ კოორდინატორებს მიმართავს, რომლებმაც მონაწილეობა არჩევნების გაყალბებაში მიიღეს. ჭოხონელიძის თქმით, მათ საქართველოს მომავალი და საკუთარი შვილების მომავალი გააყალბეს.
ქალბატონებს მინდა მივმართო, რომლებიც გამოსულები ოჯახიდან მთელი დღის განმავლობაში, და რაც მთავარია, მოტყუებულები, რომ ისინი კარგ საქმეს აკეთებენ, როგორ დავიჯერო, რომ რომელიმე მათგანს სჯეროდა იმის, რომ ხვალ საქართველოს ნათელ მომავალს აძლევდნენ ისინი ხმას? გამყალბებლებს, რომლებიც მართლა სამარცხვინო იყო, ღირსებააყრილს, თავმოყვარეობა შელახულებს, რომლებსაც თვითონ ვერ ხვდებობდნენ, ას ლარზე და 50 ლარზე, კარტოფილზე და შვრიის ფანტელებზე და საპნებზე გაყიდულები. ეს ყველაფერი, ჩემო ძვირფასო ქალბატონებო, რომლებიც იქ იდექით, რას აყალბებდით? აყალბებდით თქვენი შვილების მომავალს, ჩვენი შვილების მომავალს, საქართველოს მომავალს აყალბებდით, - თქვა ჭოხონელიძემ.