რას დაკარგავს ივანიშვილი, თუ საფრანგეთი მის წინააღმდეგ სანქციებს აამოქმედებს-რას ამბობენ ოპოზიციაში
ფრანგული სანქციები “ოცნებას“ -რას დაკარგავს ბიძინა ივანიშვილი, თუ საფრანგეთი მის წინააღმდეგ სანქციებს აამოქმედებს.
მაკრონის გუნდის მაღალჩინოსნის “პირველებისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუს შემდეგ, სადაც მან პირდაპირ თქვა, რომ “ოცნების“ დასასჯელად პარიზი ლონდონთან ერთად მუშაობს, ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ ბენჟამინ ჰადადის განცხადება შემთხვევითი არ იქნება.
მათი თქმით, ახლა საჭიროა სწორი მოქმედება, რადგან საფრანგეთი ევროკავშირის ლიდერი ქვეყანაა და ფრანგული სანქციები ტონის მიმცემი იქნება სხვებისთვისაც.
იმის გათვალისწინებით, რომ ივანიშვილი საფრანგეთის მოქალაქეა და მას საფრანგეთში აქვს საკმაოდ მოცულობითი ქონებრივი აქტივები, ვფიქრობ ფრანგი მინისტრის განცხადება, რომ განიხილება საფრანგეთის მხრიდან, ინდივიდუალურ რეჟიმში, სახვა ქვეყნებთან ერთად, სანქცირება რეჟიმის წარმომადგენლების, მათ შორის ივანიშვილის, არის ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადი. ინდივიდუალურ რეჟიმში ამ ქვეყანას აქვს ასეთი მიდგომა, რომ არ უყვარს სანქციების გამოყენება და ის, რომ ამაზე დაიწყო ლაპარაკი, აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვნად მიაჩნიათ მათ დღეს ივანიშვილზე წნეხის გაზრდა დემოკრატიის გაუქმების მცდელობისთვის ჩვენს ქვეყანაში. თუ ეს ვალდებულებები ვერ სრულდება, უვიზო რეჟიმი შეიძლება შეჩერდეს, ქართველი ხალხი დაკარგავს ძალიან ბევრ შესაძლებლობებს, საქართველოს პასპორტი გახდება ბევრად უინტერესო ვინმესთვის და უზარმაზარი ეკონომიკური შედეგი ექნება ამას ქვეყნისთვის, -განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
ივანიშვილს, როგორც საფრანგეთის მოქალაქეს, ამ კუთხითაც უნდა ჰქონდეს გარკვეული შიშები, რადგან დარწმუნებული ვარ, მას რაღაც ქონებები და აქტივები ექნება და რაც მთავარია, საფრანგეთის, როგორც ერთ-ერთი ლიდერი ქვეყნის პოზიცია, მნიშვნელოვნად წაეხმარება იმას, რასაც კაი კალასი და ის შემადგენლობა ცდილობენ, რომ მოხდეს, კონსესუსი შედგეს და ინდივიდუალური სანქციები დაწესდეს უკვე ცალკეულ პირებზე, რომელიც მათთვის დამანგრეველი იქნება, რადგან ეს ნიშნავს, რომ მათ საკუთარი აქტივების გამოყენების საშუალება აღარ ექნებათ, ამიტომ ძალიან მძიმე იქნება მათთვის ეს სანქციები, -განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.