ვიზალიბერალიზაცია ყოფნა-არყოფნის საკითხია მათთვის, ვინც უცხოეთში მიდის სამკურნალოდ- ვატო სურგულაძე

18.07.25 12:29
ვიზალიბერალიზაცია ყოფნა-არყოფნის საკითხია მათთვის, ვინც უცხოეთში მიდის სამკურნალოდ- ვატო სურგულაძე

რა პრობლემების წინაშე შეიძლება აღმოჩნდნენ საქართველოს მოქალაქეები, თუ ევროპულ ქვეყნებში უვიზო მიმოსვლა შეწყდება- კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი წევრი, ვატო სურგულაძე მიიჩნევს, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხი ქართვლებისთვის ყოფნა-არ ყოფნის საკითხია, რადგან სამკურნალოდ უცხოეტში წელიწადში უამრავი ადამიანი მიემგზავრება.

მისი თქმით, უვიზო მიმოსვლა თუ შეჩერდება, ძალიან ბევრი საბუთის მოგროვება და პასუხზე დიდხნიანი ლოდინი იქნება საჭირო, რათა ადამიანებმა კვალიფიციური სამედიცინო დახმარებას მიღება უცხოეთში შეძლონ.

მინდა გამოვეხმაურო არალეგიტიმური მთავრობის ზოგიერთ წარმომადგენელს, რომელმაც გუშინ განაცხადა, რომ ვიზალიბერალიზაცია, ეგზისტენციალურად საჭირო არ არის. გააჩნია ვისთვის, კობახიძეებისთვის ალბათ არა, მაგრამ ის 50 ათასი ადამიანი, რომელიც 2024 წელს უცხოეთში გაემგზავრა და აქედან მესამედზე მეტი, ევროპაში წავიდა, მათთვის ეს ყოფნა-არყოფნის საკითხია. შემიძლია მაგალითი მოვიყვანო, რამდენიმე დღის წინ, ოზურგეთიდან ახალგაზრდა ქალბატონი, ძალიან მძიმე დიაგნოზით -პანკრეასის კიბოთი, გაემგზავრა სტრასბურგში და გუშინ უკვე ოპერაცია გაუკეთდა. თუ შემოიღებენ ისევ ვიზებს, უნდა შეაგროვო დოკუმენტაცია, შეიტანო და დაელოდო პასუხს, აი, ეს არის ზუსტად, ყოფნა-არყოფნის საკითხი. ყოველწლიურად იზრდება იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებსაც კვალიფიციური სამედიცინო დახმარება სჭირდებათ, სამწუხაროდ, ჩვენი ჯანდაცვა და მედიცინა არ არის იმ დონეზე, რომ ყევლა დაავადებას თანამედროვე მეთოდებით  უმკურნალოს, ამიტომაც, კიდევ ერთი ტყუილი, რომ ეს არ ყოფილა საჭირო და ადამიანის სიცოცხლეზე ეს გავლენას არ იქონიებს. ძალიან მნიშვნელოვანია ეს მონაპოვარი, ვიზალიბერალიზაციის სახით რომ გვაქვს, შენარჩუნდეს, რათა გადავარჩინოთ ჩვენი მოქალაქეები, განსაკუთრებით კი ის ბავშვები, რომლებიც ძალიან დიდი რაოდენობით მიდიან უცხოეთში სამკურნალოდ,-განაცხადა სურგულაძემ.

მსგავსი სიახლეები