სამედიცინო დახმარებები თუ გინდა მიიღო, სხვა ქვეყნებიც არის ამისთვის [ევროკავშირის გარდა] - კობახიძე

18.07.25 12:52
სამედიცინო დახმარებები თუ გინდა მიიღო, სხვა ქვეყნებიც არის ამისთვის [ევროკავშირის გარდა] - კობახიძე

სამედიცინო დახმარებები თუ გინდა მიიღო, სხვა ქვეყნებიც არის ამისთვის [ევროკავშირის გარდა] - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ დღეს "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

„ქართული ოცნების“ პრემიერმა დღეს სპეკულაცია უწოდა სამედიცინო მიზნებით ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის საჭიროებას.

ეს თითიდან გამოწოვილი ამბავია - განაცხადა კობახიძემ. 

 „სამარცხვინო სპეკულაციაა. მაღალი ხარისხის სამედიცინო დახმარება თუ გინდა კონკრეტული მიმართულებით მიიღო, სხვა ქვეყნებიც არის ამისთვის. ეს თითიდან გამოწოვილი ამბავია. რაც შეეხება უვიზო მიმოსვლას, არის ტექნიკური საკითხი — შენ გიწევს რიგში დგომა ან არ გიწევს“, - განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები