კობახიძისა და მდინარაძის ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები

18.07.25 13:21
კობახიძისა და მდინარაძის ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები

ირაკლი კობახიძემ დღეს „ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს განცხადება წაიკითხა, სადაც  კვლავ პროპაგანდისტული ნარატივები გააჟღერა.

"ქართული ოცნების" პრემიერი კვლავ ამტკიცებს, რომ „რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩართვას” საქართველოსგან დასავლეთი ითხოვდა. კობახიძე ამტკიცებს, რომ "საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის სურვილი იმდენად დიდია". 

"საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის სურვილი იმდენად დიდია, რომ გლობალურმა ომის პარტიამ მთელი ევროპული ბიუროკრატია საქართველოზე თავდასხმის რეჟიმში გადააწყო, ხოლო ბერკეტად უვიზო მიმოსვლის გაუქმებას, მათ ხელში დარჩენილ ბოლო კოზირს განიხილავს" - თქვა ირაკლი კობახიძემ დღეს,  18 ივლისს. 

საპირისპიროს ამტკიცებდა 2 დღის წი მამუკა მდინარაძე: 

"დარწმუნდნენ, რომ ჩვენ ომში არ ჩავერთვებით, გამორიცხული ამბავია. ჩვენს მიმართ, რაც ადრე კულისენში, ან ღიად იყო - მოწოდებები: აბა, ბიჭებო და გოგოებო, ახლა წადით და შევარდით ან ცხინვალის რეგიონში ან აფხაზეთში, ასეთი მოწოდებები აღარ ისმის. 

დაგიდასტუირებთ, რომ ადრე რაც კულისებში ხდებოდა, ის აღარ ხდება. არავინ გვეუბნება, რომ თქვენ ომი დაიწყეთო" - თქვა 16 ივლისს "იმედის" ეთერში.

მსგავსი სიახლეები