ბათუმში კაცი ჩაცხრილეს - მოკლულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
სროლა იყო რამდენიმე წუთის წინ ბათუმში, ნინოშვილის ქუჩაზე მდებარე „გრილ რესტორანში“.
"პირველების" ინფორმაციით, მოკლულია თურქეთის მოქალაქე. ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით, შუახნის კაცს ცეცხლი მაშინ გაუხსნეს, როცა ეს უკანასკნელი სადილობდა.
მამაკაცს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღიდან მიაყენეს. კადრებში, რომელსაც "პირველების" რედაქცია იღებს, ჩანს, რომ მოკლულს არაერთი ჭრილობა აღენიშნება.
შემთხვევის ადგილზე, პოლიციაა მობოლიზებული. ამ დროისთვის უცნობია, რას უკავშირდება სისხლიანი ანგარიშსწორება.
განახლება: შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.
უწყება მკვლელობაში ბრალდებულის დაკავების შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს და წერს მხოლოდ იმას, რომ სამართალდამცველების მიერ ტარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება.