ლაშა ქარდავა აფხაზეთის მთავრობის ჯანდაცვის მინისტრი აღარ არის

18.07.25 16:27
ლაშა ქარდავა აფხაზეთის მთავრობის  ჯანდაცვის მინისტრი აღარ არის

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვის მინისტრმა თანამდებობა დატოვა -  ლაშა ქარდავა გიორგი ჟღენტმა ჩაანაცვლა. 

აფხაზეთის ა/რ მთავრობა ოფიციალურ რელიზში წერს, რომ ახლად დანიშნული მინისტრი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ სამინისტროს თანამშრომლებს პირადად წარუდგინა.

განცხადებაში არაფერია ნათქვამი, სად გააგრძელებს საქმიანობას  ლაშა ქარდავა. უცნობია მისი გაშვების მიზეზი და მოტივიც. 

განცხადების თანახმად, გიორგი ჟღენტი 1978 წელს გალში დაიბადა. სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ასევე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის, შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში. დაამთავრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი GIPA. მინიჭებული აქვს მაგისტრის და დოქტორის აკადემიური ხარისხები.

მას კერძო სექტორში მრავალწლიანი და ნაყოფიერი მუშაობის გამოცდილება აქვს. მინისტრად დანიშვნამდე იყო "საერთაშორისო ინიციატივა განვითარებისა და მხარდაჭერისთვის” დირექტორის მოადგილე.
გიორგი ჟღენტმა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თანამდებობაზე ლაშა ქარდავა შეცვალა"- წერია განცხადებაში. 

მსგავსი სიახლეები