ფრანგული სანქციები ივანიშვილს - „ოცნებაში“ პირველი შეფასებები კეთდება

18.07.25 17:35
ფრანგული სანქციები ივანიშვილს - „ოცნებაში“ პირველი შეფასებები კეთდება

“ქართულ ოცნებაში“ ამტკიცებენ, რომ “ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყანაზე უზომოდ არის შეყვარებული და სანქციების არ ეშინია.“

ივანიშვილის დაფუძნებულ პარტიაშიი სრული მობილიზება აქვთ გამოცხადებული. მას შემდეგ რაც “ტვ პირველის“ მიერ ექსკლუზიურად ჩაწერილი ბენჟამინ ჰადადის ინტერვიუ მოისმინეს, ამტკიცებენ, რომ  ივანიშვილს აშანტაჟებენ.

“ოცნების“ ლიდერები აცხადებენ, რომ მათ ლიდერს “ვერ გატეხავენ და ერთია მთავარი, რომ ეს ქვეყანა ომს გდაარჩინეს.“

ვერ გატეხეს ეს კაცი, მორიგ ჯერზეც აშანტაჟებენ, ახლაც მუქარებია, რომ თურმე ჩამოართმევენ მოქალაქეობას, ისევ სანქციების ქვეშ მოაქცევენ, რით ვერ გაიგეს, რომ ეს არის ქართველი კაცი, რით ვერ შეიგნეს, რომ ვერ გატეხავენ, რაც არ უნდა სანქცირონ, რაც არ უნდა დაუსაბუთებელი ბრალდებები ჰქონდეთ, ერთია მთავარი, რომ ეს ქვეყანა გადავრჩინეთ ომს, - განაცხადა ზარქუამ.

მაჭარაშვილიც, ისევე როგორც ზარქუა, ამბობს, რომ ივანიშვილს სანქციები არ აღელვებს, რადგან “საპირწონედ უდებენ ქვეყნის არეულობას და მეორე ფრონტს.“

თვითონ არ ღელავს ეს ადამიანი, არა იმიტომ რომ არ არის ასაღელვებელი, არამედ იმიტომ, რომ საპირწონედ უდებენ ქვეყნის არეულობას და მეორე ფრონტს. წლების წინ აქვს ივანიშვილს ნათქვამი, რომ ის არაფერს დათმობს, რაც საქართველოს არეულობისთვის და რევოლუციებისთვის და ა.შ. როგორი სანქციებიც არ უნდა მოამზადონ მის წინააღმდეგ, ის გადაწყვეტილებას ამ მიმართულებით არ შეცვლის და ქვეყანას არ შეიყვანს იმ უბედურებაში, რა უბედურებაშიც ჩვენს ირგვლივ რამდენიმე ქვეყანა არსებობს, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

მსგავსი სიახლეები